9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

პლანეტების განლაგება მიმდინარე საქმეების წარმატებით დასრულებას ხელს უშლის. გახსოვდეთ, რომ თქვენს უემოციობას და თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ აღიქვამს, რამაც შეიძლება წყენა და გაუგებრობა გამოიწვიოს. ეცადეთ ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მხედველობიდან დიდი ხნით არ დაკარგოთ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, თორემ ჯანმრთელობას დაიზიანებთ.

კურო

ამ დღეს ჯობია დაისვენოთ, რადგან თქვენი აქტიურობა შედეგს ვერ გამოიღებს. ნუ ენდობით მაცდურ შეთავაზებას - ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. კომერციული ოპერაციები წარმატებით დასრულდება. ამასთან, მოსალოდნელია დახმარება უცხოეთიდან.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის. დროა, სიკეთით გადაუხადოთ მათ, ვინც აქამდე უანგაროდ დაგეხმარათ. ამ დღის სიმბოლო ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობაა. ეცადეთ გამონახოთ დრო უფროს ნათესავებზე ზრუნვისთვის, განსაკუთრებით, თუ რომელიმეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

კირჩხიბი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. მოსალოდნელია უფროსებთან რთული საუბარი, რაც საბოლოოდ, სამსახურში ავტორიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

ლომი

თუ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლევთ, მოგზაურობისთვის ხელსაყრელი დღეა. თუ არ იზარმაცებთ და საქმეს ბოლომდე მიიყვანთ, აუცილებლად გაიმარჯვებთ. მთავარია, რომ ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ და შეცდომები არ დაუშვათ.

ქალწული

შესაძლოა, სახელმწიფო მოხელეებისგან მხარდაჭერის თხოვნაზე უარი მიიღოთ, მაგრამ საშიში არაფერია - სავარაუდოდ, ყველაფერს დამოუკიდებლად გაუმკლავდებით. გაითვალისწინეთ, რომ ჩხუბის შემთხვევაში კონფლიქტის მხარეების შერიგების მცდელობა თქვენგან უშედეგო იქნება და მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამს. რამდენიმე დღით გადადეთ ფინანსური პრობლემების მოგვარება და ხელი არ მოაწეროთ არანაირ საბუთს.

სასწორი

ძალიან ნაყოფიერი და აქტიური დღეა. გადაღლილი ხართ და მუშაობა ისე გაღიზიანებთ, როგორც არასდროს. ეცადეთ, ყველა პრობლემა გულთან ახლოს არ მიიტანოთ, რადგან მოსალოდნელია ქრონიკული დაავადების გამწვავება.

მორიელი

არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანის მოქმედებით იმედგაცრუებული დარჩეთ. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით, მაგრამ მეგობრების დახმარებით მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ექიმს მიმართეთ.

მშვილდოსანი

ინტუიცია და გამოცდილება ფინანსების სწორად მართვაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ფინანსური დავალიანება დროულად დაფაროთ. ამ დღეს შეგიძლიათ მეუღლის ან საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. ამ დღის სიმბოლო ხანგრძლივი და დაძაბული შრომაა.

თხის რქა

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც სიმშვიდეს და გამძლეობას მოითხოვს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის - მკაფიო და პროფესიული რჩევა მიმდინარე საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. სავარაუდოდ, ვიღაც ძველი ვალის დაბრუნებას ან პირობის შესრულებას მოგთხოვთ. დღის მეორე ნახევარში იღბალი გაგიღიმებთ, მთავარია მოთმინება გამოიჩინოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ.

თევზები

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში წარმატება გელით. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან დაპირისპირებას და ეცადეთ, მცირე კამათი კონფლიქტში არ გადაიზარდოს. ამ დღეს შრომა დაგიფასდებათ ათმაგად.
Print