10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების უსაფრთხოებაზე უნდა ირუნოთ, რადგან ტრავმის ალბათობა იზრდება. საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, ნაყოფს გამოიღებს. თუ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, გირჩევთ მენიუდან გამორიცხოთ მარილიანი და ცხარე საკვები. სასურველია, რომ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

კურო

ამ დღეს ფიზიკური აქტივობა დაგროვილი სტრესისგან გათავისულებაში დაგეხმარებათ. არ ინერვიულოთ, წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. გირჩევთ ფინანსური ვალდებულებები დროულად შეასრულოთ, მით უმეტეს, რომ ა მხრივ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ნუ იქნებით უმადური, გახსოვდეთ ადამიანები, რომლებმაც რთულ დროს არ მიგატოვეს.

ტყუპები

პრობლემა, რომელიც დიდი ხანი გაწუხებთ, ამ დღეს თქვენს წინაშე სრულად წარმოჩნდება. შესაძლოა, საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ეცადეთ ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. ამ დღეს სასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავოთ. წარმატებები ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაგყვებათ.

კირჩხიბი

არახელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებთან და სახელმწიფო მოხელეებთან ურთიერთობისთვის - სავარაუდოდ, შეთანხმების მიღწვას ვერ შეძლებთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ემოციური და ვნებიანი იქნება. შეხვდებით ადამიანს, რომელთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ და საღამოს სასიამოვნოდ გაატარებთ.

ლომი

დილიდან ემოციურ ამაღლებას იგრძნობთ და მზად ხართ, მთები გადადგათ, მაგრამ ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ გონიერება. გაითვალისწინეთ, რომ სექსისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ პაემანი რამდენიმე დღით გადადეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.

ქალწული

ამ დღეს მეტი სიბრძნე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. სიახლე, რომელსაც გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება - გამორიცხული არ არის, რომ თქვენგან ერთ-ერთმა დაშორება გადაწყვიტოს.

სასწორი

შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცამ ძველი ვალი დაგიბრუნოთ ან ძვირფასი საჩუქარი მოგიძღვნათ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაში გეხმარებათ, თუმცა ეცადეთ ფული უფრო გონივრულად და თავშეკავებულად ხარჯოთ. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ხალისიანი და სასარგებლო იქნება.

მორიელი

ფრთხილად იყავით, რომ საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. არ არის გამორიცხული, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, საუკეთესო დღეა მათთან შესახვედრად.

მშვილდოსანი

ამ დღეს მეტისმეტად გაღიზიანებული იქნებით და ემოციების მოთოკვა გაგიჭირდებათ. ამიტომ თავი შეიკავეთ რადიკალური ცვლილებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წყენისა და გაღიზიანების გარდა არაფერს მოგიტანთ. სასურველია,რომ შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დილით დაგეგმოთ,როცა წარმატება ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაგყვებათ.

თხის რქა

დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი რთული საქმე დაიწყოთ - პლანეტების ხელსაყრელი განლაგება წარმატებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ მეტი ყურადღება მიაქციოთ ბავშვებს და მხედველობის არიდან დიდი ხნით არ დაკარგოთ. მოსალოდნელია ფულადი პრემიის ან საჩუქრის მიღება.

მერწყული

ეს დღე სასიყვარულო განცდებით და ინტრიგებით სავსეა. ფრთხილად იყავით - ვიღაც თქვენთვის მახეს დაგებას ცდილობს. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ ძველი ვალის დაბრუნება ან ძველი ვალდებულებების შესრულება მოგთხოვოთ. ეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე.

თევზები

დღეს ნუ გარისკავთ და გეგმებს ნუ შეცვლით ბოლო წუთს. ამან შეიძლება, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ფინანსურად პრობლემები მოგიტანთ. ამიტომ მკაცრად მიჰყევით უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები