17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

პლანეტების განლაგება კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. მოვლენების არახელსაყრელი განვითარების გამო თავდაჯერების გრძნობას თანდათან დაკარგავთ. ენერგიულობა და გამოცდილება საშუალებას მოგცემთ, ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ. იღბალი დიზაინერებს და არქიტექტორებს სწყალობს.

კურო

ამ დღეს მოსალოდნელია სიცოცხლისუნარიანობისა და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება. ბევრი კურო ზედმეტად ემოციური იქნება. ვარსკვლავები გახსენებენ, რომ ახლო ნათესავები მოინახულოთ. საღამოს სასიამოვნო სტუმრებს ელოდეთ.

ტყუპები

ამ დღეს ეცადეთ „უჩინმაჩინის ქუდი“ დაიხუროთ და უხილავი გახდეთ. გირჩევთ საღამოს სილამაზის სალონს ეწვიოთ და ახალი ვარცხნილობა გაიკეთოთ. ფრთხილად იყავით სპორტული ვარჯიშის დროს, რომ ტრავმა არ მიიღოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედი ადამიანებისთვის. მოულოდნელი შეთავაზება ან ბიზნეს პარტნიორთან შეხვედრა გელით. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ თუ შესაფერისი მომენტის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ. დიდი შანსია, რომ გავლენიანი მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ეცადეთ, მშობლებთან და უფროს ნათესავებთან ურთიერთობის დროს ზომიერების და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. ფრთხილად იყავით – სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს.

ქალწული

შესაძლოა,სიყვარული გეწვიოთ და ნაცრისფერი დღეები გაგიფერადოთ. უამრავი გადაუდებელი საქმის გაკეთება მოგიწევთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი განხორციელება სარგებელს მოგიტანთ. გირჩევთ დღეს სერიოზული სამუშაო და მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. ეცადეთ კომპიუტერთან დიდი დრო არ გაატაროთ.

სასწორი

ეს დღე ხელსაყრელია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ინტუიცია გიკარნახებთ როგორ დააკავშიროთ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებთან. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ზოგიერთი ნაცნობის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ. იღბალი დიზაინერებს და არქიტექტორებს გაუღიმებს.

მორიელი

დაუგეგმავი ხარჯები გელით. მთელი ყურადღება შემოსავლების განაწილებაზე და გადასახადების გადახდაზე გაქვთ გადატანილი. ამ დღეს ძველი პრობლემების გადაჭრის საინტერესო და ოპტიმალურ გამოსავალს იპოვით და ამაში ძველი მეგობრების რჩევები დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს სასიამოვნო სტუმრები გეწვიონ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მოზღვავებული ენერგია გაქვთ, რაც დაწყებული საქმეების წარმატებულად დასრულებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ ექიმთან ვიზიტი და საჭირო მედიკამენტების გამოწერა არ დაივიწყოთ. პროფილაქტიკური მკურნალობა მოსალოდნელ პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.

თხის რქა

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ ნერვიულობას უკავშირდება. გირჩევთ სასიყვარულო პაემანი რამდენიმე დღით გადადოთ - ამჟამად ეს კიარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ ნერვიულობას, რომელმაც შეიძლება ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიანი მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.

მერწყული

ეს დღე კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეებს უკავშირდება. გამორიცხული არ არის, რომ მატერიალური ხასიათის პრობლემები გაგიჩნდეთ. სირთულეები არც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას არის გამორიცხული. დროა, დაწყებული საქმიდან სარგებელი მიიღოთ.

თევზები

ამ დღეს სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ოჯახში დაძაბული ატმოსფერო გაიძულებთ, რომ შვება საღამოს, მეგობრებთან გართობაში ეძიოთ. ეცადეთ კომპიუტერთან დიდი დრო არ გაატაროთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები