18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ეს დღე ხელსაყრელია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ქორწინებისა და ოჯახური ზეიმისთვის. შეიძლება მუცლის არეში დისკომფორტი იგრძნოთ, ამიტომ მძიმე საკვებს უნდა მოერიდოთ. სამსახურში თქვენი ბოლოდროინდელი მიღწევების შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ.

კურო

მოვლენებით მდიდარი, აქტიური დღეა. გამორიცული არ არის,რომ ვიღაცამ ძველი ვალის დაბრუნება ან პირობის შესრულება მოგთხოვოთ. ამ დღეს შეიძლება საქმემ, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ,წარმატება მოგიტანოთ. ეცადეთ უფროს ნათესავებთან კამათი კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

ტყუპები

დილიდან რთული და დაძაბული დღეა. ეცადეთ ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, უემოციოდ მიიღოთ. პროფესიული საქმიანობისა და აქტიურობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან დაპირისპირებას და ეცადეთ საღამო ყველამ ერთად, ბუნებაში გაატაროთ.

კირჩხიბი

დროა, სულელური მიზეზის გამო ნაჩხუბარ მეგობართან შერიგებაზე იფიქროთ. შესაძლოა, მეგობრებმა თეატრში ან კინოში მიგიწვიონ და უარს ნუ იტყვით - სავარაუდოდ, საინტერესო ნაცნობობა გელით. სამსახურში შეიძლება სამართლებრივი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. ეცადთ საღამო სახლში, ოჯახთან ერთად გაატაროთ.

ლომი

სავარაუდოდ, ამ დღეს საქმიან წინადადებას მიიღებთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, ეცადეთ მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ. დღის მეორე ნახევარში ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოთ, რადგან უმცირესმა შეცდომამ შეიძლება დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. საქმე, რომელსაც ახლა აკეთებთ მარტივი, მაგრამ მოგებიანია.

ქალწული

ეს დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის - ამ დღეს მეტისმეტად დაბნეული ხართ. გახსოვდეთ, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ტყუილი არ გამოგადგებათ - ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებთ. ეცადეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინოთ და ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებთ..

სასწორი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და უსიამოვნო სიახლით დაგამახსოვრდებათ. პლანეტების არახელსაყრელი განლაგება სავარაუდოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოიწვევს.

მორიელი

ეს დღე უახლოეს თვეებში თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. მამაკაცები გარშემო მყოფებს რაინდული საქციელით გააოცებენ. შეგიძლიათ თამამად წამოაყენოთ იდეები კოლეგებისა და უფროსის განსახილველად - სავარაუდოდ, მხარდაჭერას მიიღებთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა ინტიმური ურთიერთობისა და ბავშვის ჩასახვისთვის, მაგრამ ცუდია დიდი შესყიდვების განხორციელებისთვის. გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. საღამოს ნერვიულობა გელით, თუმცა თქვენი შიში არ გამართლდება.

თხის რქა

ეს დღე სიყვარულში წარმატებას და სასიამოვნო ემოციებს გპირდებათ. სავარაუდოდ, სახლში ბევრი გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდებათ. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან შეხვედრების, პარტნიორობისა და კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად. მოსალოდნელია შეხვედრები გავლენიან ადამიანებთან.

მერწყული

ამ დღეს ფინანსური ზარალი გელით - მიზეზი თქვენი ზედმეტი თავდაჯერებაა. საქმე, რომელსაც ამჟამად აკეთებთ, მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან დაპირისპირებას და ეცადეთ დილას სამსახურში არ დააგვიანოთ.

თევზები

მშვიდი და პასიური დღეა. არახელსაყრელი დროა კოლექტიური საქმიანობისა და ერთობლივი ღონისძიებებისთვის, თუმცა ინდივიდუალური შემოქმედების თვალსაზრისით, წარმატება გელით. ეცადეთ უფროსთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები