23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. მოერიდეთ სამსახურში და სახლში შრომატევადი სამუშაოს შესრულებას და გადაღლას. დღის ბოლოს შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება. ფრთხილად იყავით – შეიძლება სიტუაცია უკონტროლო გახდეს.

კურო

მშვიდი დღეა და სასურველია, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის გამოიყენოთ.. სავარაუდოდ, სასიამოვნო თავგადასავალი გელით, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ. მოერიდეთ შრომატევად საქმეს და მნიშვნელოვანი შეხვედრებს და ეცადეთ კომპიუტერის მონიტორთან დიდი დრო არ გაატაროთ.

ტყუპები

მოერიდეთ ამ დღეს სამსახურში შეცდომების დაშვებას, რადგან შეიძლება ამან დიდი ზიანი მოგაყენოთ. თუ ზოგად დეპრესიას და მცირე ნერვიულობას არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არაა. შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით შეიძლება ზოგ ახლობელთან ურთიერთობის შეცვლა მოგიწიოთ. ამ დღეს იღბალი დიზაინერებს და არქიტექტორებს გაუღიმებს.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ეს დღე კონფლიქტით დაიწყება. თუ თავს სიზარმაცის უფლებას მისცემთ, ფინანსური სირთულეები გელით. შესაძლოა, ძველი პრობლემების გადაჭრის ახალ და საინტერესო გზას მიაგნოთ. ძველი მეგობრის რჩევა ძალიან გამოგადგებათ. საღამოს დაელოდეთ სასიამოვნო სტუმრებს.

ლომი

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადადგათ და საერთო საქმე არ დააზარალოთ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ და პრობლემას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დროა, ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ.

ქალწული

ამ დღეს იზრდება მოწამვლის რისკი. ნერვიულობის გამო მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შესაძლოა, ახლობელი ადამიანის დახმარებით გავლენიანი მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.

სასწორი

დილიდან რთული დღე გელით. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი ნათქვამი ან მოქმედება არასწორად გაიგოს და ბრალი დაგდოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. ეცადეთ, საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად. ამ მხრივ ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარი იქნება, ამიტომ ჯობს მნიშვნელოვანი საკითხები დილას მოაგვაროთ. ეცადეთ, კომპიუტერის მონიტორთან ნაკლები დრო გაატაროთ.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ამ დღეს საქმიან წინადადებას მიიღებთ, მაგრამ მაშინვე არ უნდა დაეთანხმოთ, რადგან შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. შესაძლოა, ოჯახური პრობლემების მოგვარება ან ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ. ყურადღება მიაქციეთ სხეულის ფიზიკურ მდგომარეობას და ეცადეთ ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის, რადგან ამ დღეს ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. სამსახურში შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნეს, მაგრამ ეცადეთ კამათში არ ჩაერიოთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველ პრობლემებთან დაბრუნება მოგიწიოთ, რომლებიც მოგვარებული გეგონათ. საღამოს დაელოდეთ სასიამოვნო სტუმრებს.

მერწყული

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და უსიამოვნო სიახლეებით დაგამახსოვრდებათ. ნერვიულობის მიუხედავად, სავარაუდოდ, ყველა საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. თუ მეგობრებთან ერთად გართობას აპირებთ, გირჩევთ საყვარელი ადამიანი არ წაიყვანოთ, რადგან შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

თევზები

ეს დღე უახლოეს მომავალში თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. შესაძლოა ახლობელმა ადამიანმა მოგებიანი საქმე შემოგთავაზოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, სასურველია,რომ რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხოთ. მეგობრის დახმარებით, ძლიერ მფარველს ან სპონსორს იპოვით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები