24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ეს დღე სიყვარულში წარმატებას, სასიამოვნო პაემანს და მხიარულ წვეულებას გპირდებათ. თავი შეიკავეთ ახალი პროექტის დაწყებისგან, სანამ ძველს არ დაასრულებთ. შემოქმედებითი პროფესიის ვერძები მიზანს მიაღწევენ.

კურო

ზედმეტი თავდაჯერების გამო შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ, რადგან ეს თქვენს ურთიერთობას მნიშვნელოვნად გაართულებს. მოგებიანი ბიზნესშეთავაზება გელით, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ.

ტყუპები

თუ სამსახურის შეცვლაზე ოცნებობთ, ამ დღეს შეიძლება გაგიმართლოთ და საბოლოოდ იპოვოთ ის, რასაც დიდი ხანია, ეძებთ. თუ სახლში ბავშვები გყავთ, გირჩევთ საღამოს ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

კირჩხიბი

მშვენიერი დღეა თვითგანათლებისთვის. ფრთხილად იყავით პარტნიორის არჩევისას - ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება და ვეღარაფერს შეცვლით. ამ დღეს სანამ ნებისმიერ შეთავაზებას დათანხმდებით, მოსალოდნელი შედეგები გაითვალისწინეთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ საკუთარი საქმეები მშვიდად აკეთოთ.

ლომი

დღეს შეგიძლიათ ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ პირადი ცხოვრების პრობლემები მოაგვაროთ. ხელსაყრელი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის. ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებები არ უნდა დაგეგმოთ.

ქალწული

ამ დღეს უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით - მშობლები პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. დიდი გამოცდილება და შრომისმოყვარეობა საშუალებას გაძლევთ, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება ოჯახში სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

სასწორი

ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანმა, ვისაც ენდობით, იმედი გაგიცრუოთ. ეცადეთ დიდი ხნის უნახავი ნათესავების მონახულებისთვის დრო გამონახოთ. კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის სასწორებისთვის.

მორიელი

ეს დღე თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. მთელი ყურადღება საყვარელი ადამიანებისკენ გაქვთ გადატანილი და ხშირად საკუთარი ცხოვრება გავიწყდებათ.. ფრთხილად იყავით სპორტული ვარჯიშის დროს, რომ რამე არ დაიზიანოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ. სასურველია, რომ ახალი საქმის დაწყება ხვალამდე გადადოთ. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა შესაფერისი მომენტის არჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ.. მოულოდნელმა სიახლემ შეიძლება ოჯახში კამათი გამოიწვიოს.

თხის რქა

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. გამორიცხული არ არის,რომ გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარონ. დღის ბოლოს მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება გელით. ფრთხილად იყავით – სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ ჩანაფიქრი მშვიდად განახორციელოთ.

მერწყული

მოერიდეთ უფროსთან და კოლეგებთან კამათს. დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ყველა უსიამოვნება,რომელიც ამ დღეს გელით, თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. ამ დღეს სერიოზული სამუშაო და მნიშვნელოვანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ.

თევზები

შესანიშნავი დღეა სამსახურებრივი მივლინებისა და მოლაპარაკებებისთვის. თუ მანქანას მართავთ, ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ზოგიერთ ახლობელთან დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები