25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ვარსკვლავენი გირჩევენ, რომ ამ ნაკლები იაქტიუროთ და მეტი დაისვენოთ - თქვენი მცდელობა შედეგს მაინც არ მოიტანს. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან გულწრფელობას და ნუ ენდობით ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ. ხელსაყრელი დროა ბინის რემონტისა და ავეჯის შესაძენად.

კურო

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის. ფრთხილად იყავით - მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. თავი შეიკავეთ მძიმე და ცხიმიანი საკვების მიღებისგან. ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

ტყუპები

გირჩევთ, ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. ფინანსების მართვა შეგიძლიათ, მაგრამ ცდუნებებთან გამკლავება გიჭირთ, რამაც შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. ბევრი ტყუპი იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს. გამორიცხული არ არის, რომ ხელფასი გაგიზარდონ.

კირჩხიბი

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უხეშობას და კატეგორიულობას. თუ ხვდებით, რომ დამნაშავე ხართ, ბოდიში მოიხადეთ. მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს - ჯერ ამის დრო არ დამდგარა.

ლომი

შესაძლოა, სახელმწიფო მოხელეებისგან მხარდაჭერის თხოვნაზე უარი მიიღოთ. გამორიცხეთ ხორცი მენიუდან და ბოსტნეულით ჩაანაცვლეთ. სამწუხაროდ, ახლის დაწყების მცდელობა წარუმატებელი იქნება, ხოლო ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება. გირჩევთ, მეტი ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ქალწული

სიახლეებით სავსე, აქტიური დღეა. გირჩევთ მეტი ყურადღება მიაქციოთ პროფესიული პრობლემების გადაჭრას. მცდელობის მიუხედავად, უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ. დღის პირველ ნახევარში გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ.

სასწორი

ამ დღეს შეიძლება ბევრი ინერვიულოთ, რადგან ოჯახის წევრი სახლში დაბრუნებას დააგვიანებს. სავარაუდოდ, ეს დღე პარტნიორთან შეთანხმების საშუალებას მოგცემთ. პლანეტების განლაგება ფინანსური კეთილდღეობის შექმნაში დაგეხმარებათ.

მორიელი

სწრაფი რეაქციისა და გამოცდილების წყალობით, ფინანსების სწორად მართვას შეძლებთ. თქვენს თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებობად აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. შესაძლოა, საყვარელი ადამიანის ახლობლებმა რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართონ და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც თქვენი მხრიდან ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. წინდახედულება გმართებთ, რომ მაცდურმა შეთავაზებებმა არ მოგატყუოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. პირველ რიგში, ეს ეხება მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს.

თხის რქა

ალბათ დადგა დრო, რომ სიკეთით გადაუხადოთ ადამიანს, ვინც აქამდე უანგაროდ დაგეხმარათ. ეცადეთ სამსახურში შეცდომები არ დაუშვათ - თქვენი კონკურენტი მხოლოდ ამას ელოდება, რომ მახეში გაგაბათ.

მერწყული

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში დიდი წარმატება გელით. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს და დაუვიწყარ ემოციებს გპირდებათ. სავარაუდოდ, მოგებიან ბიზნესშეთავაზებას მიიღებთ, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ. გირჩევთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თევზები

შესაძლოა, სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ. თუ არ იზარმაცებთ, მშვენიერ შედეგს მიიღებთ. დღის პირველ ნახევარში მომხდარმა შემთხვევამ შესაძლოა, გეგმების შეცვლა გაიძულოთ. თუ საყვარელი ადამიანის ახლობლები რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავენ, ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები