31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

მოემზადეთ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. სამსახურში, კოლეგებს შორის კამათი დაპირისპირებაში გადაიზრდება. ეცადეთ ცეცხლზე ნავთი არ დაასხათ. ამ დღის სიმბოლო ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობაა.

კურო

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ადვილად მოხიბლავთ. სავარაუდოდ, ყველა საკამათო საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. მოერიდეთ უფროსებთან დაპირისპირებას, რადგან ამით მხოლოდ თქვენ დაზარალდებით. რთულ საუბარს ვერ აიცილებთ, თუმცა ეს საბოლოოდ ავტორიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

შესაძლოა, სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ. თუ ხვდებით, რომ მშვიდობის დამყარების დროა, იმოქმედეთ და თუ საჭიროა, პირველი ნაბიჯიც გადადგით. ამ დღეს დაგეგმილი საქმეები წარმატებით დასრულდება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს რაც უფრო ნაკლებს იაქტიურებთ, მით უკეთესია. გაითვალისწინეთ, რომ გრძნობებმა შეიძლება კარიერაში ხელი შეგიშალოთ. გადადეთ ნებისმიერი ფინანსური პრობლემის მოგვარება და, რაც მთავარია, დოკუმენტებზე ხელი არ მოაწეროთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედი ლომებისთვის. დაძაბული კვირის შემდეგ თავს გამოფიტულად გრძნობთ და სამუშაო ისე გაღიზიანებთ, როგორც არასდროს. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება გულთან ახლოს არ მიიტანოთ...

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ - საქმის დასრულებისთვის სიმშვიდე და ყურადღების მოკრეფა გჭირდებათ. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, თუმცა ახლობელი ადამიანი პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

დროა გაიხსენოთ, რომ სამყაროში, მუშაობის გარდა, სასიამოვნო საქმიანობაც არსებობს, ბოლოს და ბოლოს, დროა პირადი ცხოვრების მოგვარებაზე იზრუნოთ. გირჩევთ, საღამოს სილამაზის სალონს ეწვიოთ და ახალი ვარცხნილობა გაიკეთოთ. ამ დღის სიმბოლო ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობაა.

მორიელი

კარგი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. მოულოდნელი წინადადება ან საქმიან პარტნიორთან შეხვედრა გელით. სახელმწიფო უწყებაში ვიზიტი და გამოცდილი სპეციალისტის რჩევა საქმის სწრაფად და წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს სავარაუდოდ, დაუგეგმავი ხარჯები გელით. ეცადეთ უფროსებთან ურთიერთობისას ტაქტისა და ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. შესაძლოა, ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდეს და ეცადეთ, უარი არ უთხრათ.

თხის რქა

ამ დღეს ენერგიით სავსე ხართ და ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდებით, თუმცა შედეგი ის არ იქნება, როგორსაც ელით. შესაძლოა, უფროს ნათესავებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ და სასურველია, ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ.

მერწყული

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით, თუმცა პრობლემა სწრაფად და უმტკივნეულოდ მოგვარდება. ინტუიცია დაგეხმარებათ, გაიგოთ, როგორ მოარგოთ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებთან. უფროსებთან მძიმე, მაგრამ აუცილებელი საუბარი პრობლემის გადაწყვეტასა და ავტორიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

თევზები

მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში პრობლემები გელით. ამ დღის მთავარი ამოცანა შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების გადახდა იქნება. მოსალოდნელია დახმარება უცხოეთიდან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები