11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, ამ დღეს თქვენს წინაშე სრულად წარმოჩნდება. გირჩევთ ყველა უსიამოვნება, რომელიც დღეს გელით, უემოციოდ აღიქვათ. სავარაუდოდ, უფროსთან რთული საუბარი გელით, თუმცა მისი შედეგი პოზიციების განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

კურო

ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის. უმჯობესია, მეგობრების მიწვევა მიიღოთ და თეატრში ან კინოში წახვიდეთ. ამ დღეს დაგეგმილ საქმეებს წარმატებით გაუმკლავდებით. სადავო საკითხების განხილვის დროს ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ტყუპები

სზამსახურში ყურადღება არ მოადუნოთ, რადგან თქვენს შეცდომას შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. გირჩევთ ფინანსური პრობლემის მოგვარება რამდენიმე დღით გადადოთ და, რაც მთავარია, საბუთებზე ხელი არ მოაწეროთ. სწორად შედგენილი დღის განრიგი ბევრი საქმის გაკეთების საშუალებას მოგცემთ.

კირჩხიბი

გირჩევთ სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ტყუილი არ გამოგადგებათ - ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებთ. სამუშაო თავზე საყრელი გაქვთ, მაგრამ ახლა ისე გაღიზიანებთ, როგორც არასდროს. თუ ნებისმიერ უსიამოვნებაზე ინერვიულებთ, ჯანმრთელობას დაიზიანებთ.

ლომი

შესაძლოა, ვიღაცამ ძველი ვალი დაგიბრუნოთ ან ძვირფასი საჩუქარი გაჩუქოთ. დღის მეორე ნახევარში უსიამოვნო ამბავი ან ფინანსური სირთულეები გელით. სავარაუდოდ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან კომერციული ოპერაცია სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ.

ქალწული

ეცადეთ, საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. მამაკაცები რაინდული საქციელით გარშემო მყოფებს გააოცებენ. ეცადეთ საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან საქმის გარჩევას ნაკლები. ამ დღის სიმბოლო ენთუზიაზმით სავსე და ხანგრძლივი მუშაობაა.

სასწორი

გახსოვდეთ, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის - მკაფიო და კვალიფიციური რჩევა პრობლემის სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას და თუ საჭიროა, ექიმს მიმართეთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დაწყებისთვის - პლანეტების განლაგება ყველაზე რთული საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, სახლში გადაუდებელი საქმეები გამოგიჩნდეთ. ნეისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებით, იმედგაცრუებებითა და ინტრიგებით. საქმე, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. ძველი მეგობრის დახმარებით შესაძლოა, გავლენიანი მფარველი იპოვოთ.

თხის რქა

სამსახურში უფროსთან და კოლეგებთან ერთად პროექტის წარმატებით დასრულებას აღნიშნავთ. უფროსთან რთული საუბარი საბოლოოდ, თქვენთვის სასარგებლო იქნება და პოიციის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ყველა უსიამოვნება გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

მერწყული

შესაძლოა, სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ. ამ დღეს შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანისგან თავი უნდა შეიკავოთ - სასურველია ეს ვიზიტი რამდენიმე დღით გადადოთ. კომერციული ოპერაციები წარმატებით დასრულდება და სასურველ შემოსავალს მოგიტანთ.

თევზები

თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ნებისმიერ გაუგებრობას გააქრობს. გადადეთ ფინანსური პრობლემის მოგვარება და საბუთებს ხელი არ მოაწეროთ. ეცადეთ საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან საქმის გარჩევას ნაკლები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები