12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების და ძველის დამთავრებისთვის. ყველა სადავო საკითხი თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. შესაძლებელია შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც ოდესღაც საერთო ინტერესები გქონდათ, მაგრამ ძალიან დიდხანს არ გინახავთ.

კურო

იქნებ დროა გაიხსენოთ, რომ მუშაობის გარდა, პირადი ცხოვრებაც არსებობს და თავი მთლიანად გრძნობებს მიუძღვნათ. ცუდი დღეა სექსისთვის. ეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.

ტყუპები

დღე კარგია როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური მუშაობისთვის. გახსოვდეთ, რომ გრძნობებმა შეიძლება კარიერულ წინსვლაში ხელი შეგიშალოთ. სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხის ემუქრება - შესაძლოა, ერთ-ერთმა თქვენგანმა დაშორება გადაწყვიტოს.

კირჩხიბი

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ხალისიანი და ორმხრივად სასარგებლო იქნება. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

ლომი

თავს დილიდან მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და ყველაზე რთული დავალების შესრულებისთვის მზად ხართ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, ახლა საუკეთესო დროა მათთან ურთიერთობისთვის. ნუ დაივიწყებთ ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ.

ქალწული

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით ნერვიულობა გელით, მაგრამ როგორც ყოველთვის თქვენი შიში უსაფუძვლოა. სასურველია საღამოს სილამაზის სალონს ესტუმროთ და ახალი ვარცხნილობა გაიკეთოთ. გირჩევთ შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დილით დაგეგმოთ - ამ დროს წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ.

სასწორი

კოლეგებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. არ არის გამორიცხული საქმიან პარტნიორთან შეხვედრა და მოულოდნელი წინადადება. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს და ეცადეთ დიდი ხნით არ დაკარგოთ მხედველობიდან.

მორიელი

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. ეცადეთ უფროსებთან ურთიერთობისას ტაქტისა და ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. თუ თავს გადაღლილად გრძნობთ, ეცადეთ, ადრე დაიძინოთ და საერთოდ, საკუთარ თავს, და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. სავარაუდოდ, ბევრი გადაუდებელი საქმის მოგვარება მოგიწევთ, მაგრამ საეჭვოა, შედეგი თქვენთვის დამაკმაყოფილებელი იყოს. ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფ ადამიანებს - ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს.

თხის რქა

ენერგიით და ოპტიმიზმით სავსე ხართ და შეგიძლიათ ყველაზე რთულ საქმეებსაც კი წარმატებით გაუმკლავდეთ. ინტუიცია დაგეხმარებათ, გაიგოთ, როგორ მოარგოთ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებთან. უფროსებთან რთული საუბარი ავტორიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

მერწყული

ეს დღე ხელსაყრელია მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული მერწყულებისთვის. ამ დღის ამოცანაა შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების გადახდა. ნუ დაივიწყებთ ადამიანებს. რომლებიც რთულ დროს უანგაროდ დაგეხმარნენ.

თევზები

ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ეცადეთ, კვებაში ზომიერება დაიცვათ და ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავოთ. გადადეთ ფინანსური პრობლემების მოგვარება და საბუთებზე ხელი არ მოაწეროთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები