13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

პლანეტების განლაგება საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ყველაფერი, რაც დღეს მოხდება, თქვენთვის სასარგებლოა. შესაძლოა მოგებიან ბიზნესში მონაწილეობა შემოგთავაზონ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ.

კურო

დღევანდელი საღამო ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. თუ მანქანას მართავთ, ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ვიღაცას თქვენი დახმარება სჭირდება და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ.

ტყუპები

ეცადეთ სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინოთ, რომ ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ამ დღეს თქვენი აზრები ყველასთვის გასაგებია, მეტყველება კი დამაჯერებელი. ყურადღებით იყავით - იზრდება საკვებით მოწამვლის, დაზიანებების და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი.

კირჩხიბი

ეცადეთ, ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისთვის დრო გამონახოთ. პროფესიულ სფეროში საკუთარი ნიჭისა და უნარების მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებთ და შექებას დაიმსახურებთ. დაუგეგმავი ხარჯები გელით, თუმცა, ყველაფრის დაგეგმვა შეუძლებელია.

ლომი

მშვიდი დღეა, რომელიც კონფლიქტური ურთიერთობების დასრულებისა და მშვიდობის დამყარებისკენ განგაწყობთ. თუ გყავთ მეგობრები, რომლებთანაც იჩხუბეთ და დიდი ხანი არ გინახავთ, გირჩევთ დაზავდეთ და სტუმრად მოიწვიოთ. ნუ მოდუნდებით, თორემ შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.

ქალწული

ეცადეთ მუშაობის დროს შეცდომა არ დაუშვათ, რადგან ამას მძიმე შედეგი მოჰყვება. გეგმების განხორციელების დროს ნუ დაივიწყებთ ადამიანს, ვინც რთულ დროს უანგაროდ დაგეხმარათ. უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ, მაგრამ იქნებ ასე სჯობს. ეცადეთ, საღამო სიყვარულსა და გართობას დაუთმოთ.

სასწორი

შესაძლოა, ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. გირჩევთ დღის მეორე ნახევარში დიეტა მკაცრად დაიცვათ. სასურველია, რომ მენიუდან მთლიანად გამორიცხოთ მარილიანი, ცხარე საკვები და ფიზიკური აქტივობებისთვის დრო გამონახოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებებისთვის. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები ან პარტნიორებთან სატელეფონო საუბარი. გირჩევთ ვალები დროულად დაფაროთ, მით უმეტეს, რომ ფინანსური სირთულეებს მალე წარმატებები შეცვლის. ვიღაცას თქვენი დახმარება სჭირდება და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ.

მშვილდოსანი

აქტიური, შემოქმედებითი თვალსაზრისით საინტერესო დღეა. ეცადეთ, ურთიერთობებში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ - ამ დღეს საქმის საბოლოო შედეგი თავის კონტროლის უნარზეა დამოკიდებული. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან - ამის დრო ჯერ არ მოსულა.

თხის რქა

დილიდან მოვლენებით დატვირთული დღეა. გულწრფელი საუბარი და სანდო ურთიერთობა თავდაჯერებას დაგიბრუნებთ. შესაძლებელია შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც ოდესღაც პროფესიული საქმიანობა გაკავშირებდათ. ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან უახლოეს დღეებში დაუგეგმავი ხარჯი გელით.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. ბიზნესმენები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. ცუდი დღეა სექსისა და ინტიმური ურთიერთობებისთვის. ნუ მოდუნდებით, ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა გჭირდებათ.

თევზები

სავარაუდოდ, ამ დღეს საქმიან წინადადებას მიიღებთ, მაგრამ მაშინვე არ უნდა დაეთანხმოთ, რადგან შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს - სავარაუდოდ, ერთ-ერთი თქვენგანი დაშორებას გადაწყვეტს. გირჩევთ საღამო სიყვარულსა და გართობას დაუთმოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები