18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

თუ დილიდან სამოქმედო გეგმას შეადგენთ, დღის ბოლოს შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. ფინანსების გონივრულად მართვა შეგიძლიათ, მაგრამ ცდუნებებთან გამკლავება გიჭირთ, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ხანმოკლე კრიზისში აღმოჩნდეთ. შესაძლოა, მოულოდნელად რელიგიით დაინტერესდეთ. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

კურო

ხელსაყრელი დღეა მშენებლობისთვის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული კუროებისთვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოერიდეთ უხეშობას და გადაჭარბებულ პრეტენზიებს.

ტყუპები

ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გირჩევთ, სრულად გამორიცხოთ ხორცი მენიუდან და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. დღეს შეძენილი ნივთი მალე იმედს გაგიცრუებთ. შესაძლოა საღამოს საინტერესო ადამიანი გაიცნოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. კონკურენციას რომ გაუძლოთ, სასურველია, პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში წარმატებული იქნებით.

ლომი

თუ არ იზარმაცებთ და საქმეს ადრიანად შეუდგებით, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. შეიძლება, ბევრი ინერვიულოთ იმის გამო, რომ ოჯახის წევრი სახლში დაბრუნებას დააგვიანებს. ფრთხილად იყავით - ხანმოკლე სამსახურებრივი რომანი ბევრ პრობლემას შეგიქმნით და კოლეგების მხრიდან ღია აგრესიას გამოიწვევს.

ქალწული

დღევანდელი საღამო თქვენს ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. თქვენს თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. ხშირად უთხარით, რომ გიყვართ - გრძნობების გამოვლენა სამარცხვინო არ არის.

სასწორი

ამ დღეს დიდი მოთმინების გამოჩენა მოგიწევთ, რომ ნათესავებთან ან ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მაცდურმა შეთავაზებამ არ მოგატყუოთ. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

მორიელი

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. დროა, სიკეთით გადაუხადოთ მათ, ვინც რთულ დროს არ მიგატოვათ და უანგაროდ დაგეხმარათ. დღის მეორე ნახევარში თქვენი აქტიურობა გაიზრდება, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

თხის რქა

ფრთხილად იყავით, რომ სამსახურში შეცდომა არ დაუშვათ, რაც უამრავ პრობლემას შეგიქმნით. თუ არ იზარმაცებთ და ყველა საქმეს ბოლომდე მიიყვანთ, წარმატებას მიაღწევთ. გირჩევთ, რამდენიმე დღით მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღება შეზღუდოთ.

მერწყული

გამორიცხული არ არის, რომ ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. თქვენი მხრიდან კონფლიქტის მხარეების შერიგების ყველა მცდელობა მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამს. ბიზნესპარტნიორებთან ახალი კავშირები შეიძლება ძალიან მყარი და ძლიერი აღმოჩნდეს. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობის დროს.

თევზები

ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. სიტუაციის გააზრებისა და ანალიზის საშუალებით მისი მოგვარების მცდელობა უშედეგო იქნება. საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატარეთ და ხშირად უთხარით, რომ გიყვართ.


Print