19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

დილიდან რთული და დაძაბული დღე გელით. ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის. სირთულეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან, რაც, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. ამ დღეს თავი შეიკავეთ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანისგან და, თუ შესაძლებელია, ეს ვიზიტი რამდენიმე დღით გადადეთ. დაუგეგმავი შემოსავალი გელით, თუმცა გასავალიც სწრაფი და დაუგეგმავი იქნება. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ.

ტყუპები

სავარაუდოდ, ამ დღეს საქმიანი წინადადებით მოგმართავენ, მაგრამ გირჩევთ დაუფიქრებლად არ დაეთანხმოთ - სავარაუდოდ, შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ნებისმიერ გაუგებრობას აღმოფხვრის. შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა წამლებზე და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ.



კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ არა საქმისთვის - დღეს გადაღლილი ხართ და ყურადღების მოკრეფა გიჭირთ. თუ შესაძლებელია, საქმიანი მივლინება რამდენიმე დღით გადადეთ და დაწყებული საქმეები დაასრულეთ. ახლობლები საინტერესო და მომგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. ეცადეთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ლომი



ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაგამახსოვრდებათ. ეცადეთ სათქმელი ყველასთვის გასაგებად ჩამოაყალიბოთ, რომ არაკეთილგანწყობილმა ადამიანმა თქვენი ნათქვამის ინტერპრეტირება ვერ მოახერხოს. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან ურთიერთობის დროს.

ქალწული



ეს დღე უახლოეს ხანებში თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, მოულოდნელად შემოსავალს მოგიტანთ. სავარაუდოდ, ახალი სასიყვარული გატაცება გელით.



სასწორი



ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდი დიდი შესყიდვებისთვის. ტყუილად ნერვიულობთ - წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. თქვენმა კაპრიზებმა შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს. გირჩევთ კომპრომისი მონახოთ და ვითარება არ გაამწვავოთ.



მორიელი



ეს დღე სასიყვრულო ურთიერთობებში წარმატებას, სასიამოვნო შეხვედრებს და ოჯახურ წვეულებებს უკავშირდება. სავარაუდოდ, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ სასურველია, უახლოესი ადამიანების რჩევებიც გაითვალისწინოთ.. უცნაურია, მაგრამ რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უკეთ გაუმკლავდებით. საღამოს ეცადეთ კარგად დაისვენოთ. ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი



ზედმეტმა თავდაჯერებამ შესაძლოა, ფინანსურად დაგაზარალოთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. ბინის გარემონტებას ცდილობთ, მაგრამ შესაძლოა ოჯახმა მხარი არ დაგიჭიროთ, რაც ხანგრძლივ დებატებსა და ჩხუბს გამოიწვევს. მოერიდეთ თვითმფრინავით მგზავრობას.

თხის რქა



მშვიდი დღეა, რომელიც საინტერესოს არაფერს გპირდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად რელიგიით დაინტერესდეთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მერწყული



მშვენიერი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გაფართოვებისთვის. სიახლე, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთანურთიერთიბის დროს.

თევზები

ამ დღეს შეგიძლიათ ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. ამ დღეს შეძენილი ნივთი მალე იმედებს გაგიცრუებთ. სავარაუდოდ, ახალი რომანტიკული კავშირი გელით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები