20 აპრილის სტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა გაუგებრობის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. მეცნიერების სფეროში მომუშავე ვერძები ხელსაყრელ გარიგებას დადებენ სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად. სასურველია,რომ დღის მეორე ნახევარი ოჯახთან ერთად სუფთა ჰაერზე გაატაროთ.

კურო

თუ ხვდებით, რომ გიყვართ, ნუ დაემალებით გრძნობას, რომელმაც მთელი არსებით დაგიპყროთ. არახელსაყრელი დღეა საქმიანი მივლინებისთვის. ამის ნაცვლად, ჯობს მეზობლებთან სადავო საკითხები მოაგვაროთ და სტუმრების მისაღებად მოემზადოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ეცადეთ, საკუთარი მიზნები და ამოცანები მკაფიოდ და ყველასთვის გასაგებად ჩამოაყალიბოთ. გამორიცხული არ არის საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ გირჩევთ, ცხარე და მარილიან კერძებს ერიდოთ.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. ბოლოს და ბოლოს, საქმე, რომელიც უკვე სრულიად უიმედო გეგონათ, ნაყოფს გამოიღებს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციები აკონტროლოთ, რათა ოჯახში კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ფრთხილად იყავით უფროსთან ურთიერთობის დროს.

ლომი

ამ დღეს დილიდან ენერგიით სავსე ხართ. ტყუილად ნერვიულობთ - წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. თუ პროექტის წარმატებით დასრულებას შეძლებთ, შეგიძლიათ, დაწინაურება მოითხოვოთ. დაძაბული სამუშაო კვირის შემდეგ გირჩევთ სრულფასოვანი დასვენება არ დაივიწყოთ.

ქალწული

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით. შესაძლოა, საკუთარი ცხოვრების ან გარეგნობის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოთ. საქმე, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, სავარაუდოდ, მოგებას მოგიტანთ.

სასწორი

ამ დღეს კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის, თუმცა როგორც ნებისმიერი წარუმატებლობა, ესეც დროებითია.

მორიელი

ამ დღეს სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. შესაძლოა სამართლებრივი საკითხების მოგვარება და სასამართლოში წასვლა მოგიწიოთ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ყველა თვალსაზრისით დადებითი და ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, ბიზნესში სერიოზული ცვლილებები და სასიხარულო სიახლე გელით. ოჯახის წევრების მხარდაჭერა და სიყვარული წარმატებაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას და დაავადების პირველივე სიმპტომების შემთხვევაში ექიმს მიმართეთ.

თხის რქა

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება ფინანსური კეთილდღეობის შექმნაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და ფრთხილად იმოქმედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩანაფიქრის განხორციელება გაგიჭირდებათ. ფრთხილად იყავით უფროსთან ურთიერთობის დროს.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ვერძებისთვის. შესაძლებელია, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ და მომაბეზრებელ სამუშაოს დროებით თავი დააღწიოთ.

თევზები

პასიური დღეა. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თავი შეიკავეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან, რაც, გაღიზიანებისა და წყენის გარდა, არაფერს მოგიტანთ. სავარაუდოდ, საოჯახო საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები