22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს არსებობს საფრთხე, რომ საკუთარი ილუზიების ტყვედ იქცეთ და თავის მოტყუება სცადოთ. ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს, რაც ყურადღების კონცენტრირებაში გეხმარებათ. ამ დღეს დაგეგმილ საქმეებს წარმატებით გაუმკლავდებით, თუმცა მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

კურო

ამ დღეს ყველა და ყველაფერი გაღიზიანებთ, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. ეცადეთ მთელი ენერგია იმ საქმეების მოგვარებისკენ მიმართოთ, რომლებიც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვენ. სასურველია ფინანსური პრობლემების მოგვარება რამდენიმე დღით გადადოთ და, რაც მთავარია, საბუთებს ხელი არ მოაწეროთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა რთული პროექტების განხორციელებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ სიზარმაცისა და უყურადღებობის გამო შეიძლება ყველა მიღწევა გაანადგუროთ. ამ დღეს სამუშაო ისე გღლით და გაღიზიანებთ, როგორც არასდროს. ეცადეთ ყველა უსიამოვნება გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

კირჩხიბი

ამ სასიყვარულო განცდები, იმედგაცრუება და ინტრიგები ახლავს. ეცადეთ, რომ საკუთარი ოცნებები რეალობას შეუსაბამოთ. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები. კომერციული ოპერაციები წარმატებით დასრულდება. შესაძლებელია უცხოეთიდან დახმარება მიიღოთ.

ლომი

პლანეტების განლაგება კოლეგებთან და ნათესავებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას ხელს უწყობს. ხელსაყრელი დღეა კომერციული ოპერაციებისთვის. ეცადეთ საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან საქმის გარჩევას ნაკლები. ამ დღის სიმბოლო შრომისმოყვარეობა და ხანგრძლივი მუშაობაა.

ქალწული

ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ, თუმცა პრობლემა ხანმოკლე იქნება. მოერიდეთ ნაჩქარევი დაპირებების გაცემას და დამატებითი ვალდებულებების აღებას. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებთან კავშირისთვის - გამოცდილი ექსპერტის რჩევა მნიშვნელოვანი საკითხის სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ეცადეთ, ამ დღეს ყველასთვის უხილავი გახდეთ და ნაკლებ პრობლემას შეიქმნით. კარგად დაფიქრდით, სანამ უცხო ადამიანს ენდობით და გულს გადაუშლით. ამ დღის ამოცანა ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნებაა.

მორიელი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ რას და რამდენს მიირთმევთ. თუ არ იზარმაცებთ, ყველა დაგეგმილი საქმის დასრულებას შეძლებთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ძველის დასრულებისთვის. ფინანსების მართვაში ბადალი არ გყავთ, მაგრამ მუდმივად ცდუნებებს ებრძვით, რაც უამრავ პრობლემას გიქმნით. მოსალოდნელია უფროსებთან რთული საუბარი, რაც თქვენთვის სასარგებლოდ დასრულდება.

თხის რქა

თუ მარტოობამ დაგღალათ, გაიხსენეთ, რომ მუშაობის გარდა, პირადი ცხოვრებაც არსებობს და ეცადეთ, სიყვარულისთვის დრო გამონახოთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში უხეშობას და აგრესიას ერიდეთ. კომერციული ოპერაციები წარმატებით დასრულდება. მოსალოდნელია დახმარება უცხოეთიდან.

მერწყული

ეს დღე კარგია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. გირჩევთ მენიუდან ხორცი გამორიცხოთ და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. სასურველია, რომ ფინანსური პრობლემის მოგვარება რამდენიმე დღით გადადოთ და საბუთებს ხელი არ მოაწეროთ - სავარაუდოდ, ვიღაც თქვენთვის აფანგის დაგებას ცდილობს.

თევზები

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. ეცადეთ პროფესიული პრობლემების მოგვარებას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ამ დღეს სამუშაო როგორც არასდროს, ისე გღლით და გაღიზიანებთ. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების მისაღწევად მეტი მონდომება და შრომისმოყვარეობაა საჭირო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები