27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

არახელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ დილა მხნედ და აქტიურად დაიწყოთ, რომ დაგეგმილი საქმეები დროულად და წარმატებით დაასრულოთ. მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს - ახლა ამისთვის შეუფერებელი დროა.

კურო

ამ დღეს ემოციურ ამაღლებას იგრძნობთ, მაგრამ ეცადეთ გონიერება და რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ. სიახლე, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. ახალი საქმის დაწყების მცდელობა წარუმატებელი იქნება. დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება. გირჩევთ ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ტყუპები

ამ დღეს ეცადეთ, მეტი სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ. ხელსაყრელი კოსმოსური სიტუაცია თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. უსიამოვნო საუბრისგან თავის არიდებას ვერ შეძლებთ. დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

კირჩხიბი

შესაძლებელია, ვიღაცამ ძველი ვალი დაგიბრუნოთ ან ძვირფასი საჩუქარი გაჩუქოთ. არ არის გამორიცხული, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. სავარაუდოდ, საშუალება მოგეცემათ, რომ პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ.

ლომი

ეცადეთ, რომ საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. მოერიდეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, რაც გაღიზიანებისა და წყენის გარდა, არაფერს მოგიტანთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართონ და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ.

ქალწული

დილიდან თავს გაღიზიანებულად გრძნობთ, მაგრამ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ახალი, მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისთვის. შესაძლებელია, რომ ვიღაცამ ძველი გადასახადების გადახდა მოგთხოვოთ. ეცადეთ, საკუთარი ვნებები და სურვილები აკონტროლოთ და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის დროს მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ.

მორიელი

ეს დღე სასიყვარულო განცდებს, იმედგაცრუებას და ინტრიგებს უკავშირდება. ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, უემოციოდ უნდა მიიღოთ. თუ მოგებიანი ბიზნესშეთავაზება მიიღეთ, დაუფიქრებლად დათანხმდით. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე კოლეგებთან და ნათესავებთან ნაყოფიერ ურთიერთობას გპირდებათ. თუ სამსახურის შეცვლაზე ოცნებობთ, ამ დღეს ოცნების ასრულების შანსი გექნებათ. დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

თხის რქა

ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან უმცირესმა შეცდომამ შეიძლება უდიდესი პრობლემა გამოიწვიოს. როგორ მომხიბვლელადაც არ უნდა ჟღერდეს შეთავაზება, გირჩევთ, დათანხმება არ იჩქაროთ.

მერწყული

ამ დღეს ეცადეთ, არაფერი აკეთოთ, რომ ნაკლები შეცდომა დაუშვათ. გაითვალისწინეთ, რომ ტყუილებით საკუთარ თავს კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ. შესაფერისი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა შემოქმედი ადამიანებისთვის. მზად იყავით გარემოებათა არახელსაყრელი განვითარებისთვის. სისწრაფე და გამოცდილება საშუალებას გაძლევთ,რომ ერთდროულად რამდენიმე საქმე დაიწყოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები