23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც თქვენი მხრიდან ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით დაგიბრუნდებათ. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი საქმის კეთების საშუალებას არ გაძლევთ.

კურო

სიახლეებითა და ცვლილებებით მდიდარი დღეა. არ არის გამორიცხული, რომ ყველაზე ახლობელმა ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ. ვარსკვლავების კეთილგანწყობა საშუალებას მოგცემთ, რომ სამსახურში წარმატებას მიაღწიოთ. ფრთხილად იყავით - უფროს ნათესავებთან მოსალოდნელია კონფლიქტი.

ტყუპები

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში იშვიათი წარმატება გელით. მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანებზე ზრუნვისკენ გაქვთ გადატანილი. მშვენიერია, მაგრამ დროა, საკუთარ ჯანმრთელობაზეც იფიქროთ.

კირჩხიბი

თუ სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, ნუ შეშინდებით - ეს დიდხანს არ გაგრძელდება. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან - ამ დღეს ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის არახელსაყრელია. სასურველია, რომ საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.

ლომი

ამ დღეს ნაკლები უნდა იაქტიუროთ და ყველასთვის უხილავი უნდა გახდეთ. სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანი დაწინაურებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, სამსახურში არ დააგვიანოთ, რადგან ეს პრობლემას შეგიქმნით.

ქალწული

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. ყველაფერი, რაც ამ დღეს მოხდება, თქვენთვის სასარგებლო იქნება. არახელსაყრელი დროა კოლექტიური კვლევებისა თუ ერთობლივი ღონისძიებებისთვის, თუმცა ინდივიდუალური საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. ფრთხილად იყავით უფროსთან ურთიერთობის დროს.

სასწორი

კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. თუ მანქანას მართავთ, გზაზე განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. ნებისმიერი განსაცდელისა და დაბრკოლების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან, რადგან ეს პრობლემებს მოგიტანთ.

მორიელი

დაფიქრდით, იქნებ ძალიან ბევრს მუშაობთ და პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ გრჩებათ? იქნებ, დროა რაღაც შეცვალოთ? ამ დღეს თქვენი სიტყვები ყველასთვის გასაგები და დამაჯერებელია. დაუგეგმავი შემოსავალი გელით, მაგრამ თითქმის ყველაფერი საოჯახო საქმეებზე დაგეხარჯებათ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. სამსახურში საკუთარი ნიჭისა და უნარების მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებთ. შეამოწმეთ ვარგისობობის ვადა წამლებზე, რომელთა მიღებასაც აპირებთ და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ.

თხის რქა

სავარაუდოდ, ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. დატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ დროა, დასვენებაზე იფიქროთ. ხელსაყრელი პერიოდია პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებისთვის.

მერწყული

ამ დღეს, მოზღვავებული ენერგიის წყალობით, საქმეს სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. გეგმების განხორციელების დროს არ დაივიწყოთ ისინი, ვინც წინსვლაში დაგეხმარათ. შესაძლოა, ახალი იდეა დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმაროთ.

თევზები

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით, თუმცა თქვენი ეჭვები უსაფუძვლოა. გირჩევთ, წონის კორექციაზე იფიქროთ და თქვენთვის შესაფერისი დიეტა შეარჩიოთ. თავი შეიკავეთ უფროსთან ფამილარობისგან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები