24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

პლანეტების განლაგება ხელსაყრელია, ამიტომ ნებისმიერ რთულ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. გირჩევთ მეტი ყურადღება მიაქციოთ პროფესიული პრობლემების გადაჭრას და რაც მთავარია, სამსახურში არ დააგვიანოთ.

კურო

ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებით, ინტრიგებითა და იმედგაცრუებით. შესაძლოა, ოჯახის წევრმა საღამოს სახლში დაბრუნება დააგვიანოს და მაგრამ სანერვიულო არაფერია - ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ეცადეთ ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, განსაკუთრებით ალკოჰოლურ სასმელებს, ცხარე და მარილიან კერძებს უნდა ერიდოთ.

ტყუპები

გაითვალისწინეთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს თავშეკავებას გულგრილობად და უყურადღებოდ აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. გრძნობების გამოვლენაში არაფერია სამარცხვინო, ამიტომ ხშირად შეახსენეთ, რომ გიყვართ და გენატრებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. ფრთხილად იყავით, რომ მაცდურმა შეთავაზებამ არ მოატყუოთ. სავარაუდოდ, გავლენიან ადამიანთან შეხვედრა გელით, რაც თქვენთვის სასარგებლო შეთანხმებით დასრულდება.

ლომი

ამ დღის ამოცანა სიმშვიდის შენარჩუნებაა. ალბათ დადგა დრო, რომ სიკეთით გადაუხადოთ ადამიანს, ვინც აქამდე უანგაროდ გეხმარებოდათ. სავარაუდოდ, საქმე, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, შედეგს გამოიღებს.

ქალწული

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის, პასიურ როლს უნდა დასჯერდეთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის - თუ არ იზარმაცებთ, ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებთ. შესაძლოა, სამსახურში შეიძლება სამართლებრივი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. ეცადეთ, გამონახოთ დრო ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე გასვლისა და სპორტული ვარჯიშისთვის.

მორიელი

თუ გიყვართ, გაუმხილეთ. თქვენი მხრიდან კონფლიქტის მხარეების შერიგების მცდელობა მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამს, ამიტომ ნუ ჩაერევით. მიმდინარე საქმეები ადვილი, მაგრამ მოგებიანი იქნება. საოჯახო საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. თუ არ აჩქარდებით და მოთმინებას გამოიჩენთ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. იზრდება ნერვიულობის ნიადაგზე ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი, ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

თხის რქა

გირჩევთ, უსარგებლო ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ, რადგან დაუგეგმავი ხარჯები გელით. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანების ქმედებებით იმედგაცრუებული დარჩეთ. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი საქმის კეთების საშუალებას არ გაძლევთ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები გელით.

მერწყული

შესაძლოა, ჩიხურ ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ საყვარელი ადამიანის დახმარებით სირთულეებს დაძლევთ. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. თამამად შეგიძლიათ, გაახმოვანოთ საკუთარი იდეები და ინიციატივები კოლეგებისა და უფროსების განსახილველად.

თევზები

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ ნერვიულობას მოგიტანთ. ეცადეთ, ნებისმიერ წვრილმანებზე არ ინერვიულოთ, რადგან ასე ჯანმრთელობას დაიზიანებთ. ეცადეთ სამსახურში შეცდომები არ დაუშვათ, რადგან ასეთ შემთხვევაში, კარიერულ წინსვლაზე ფიქრს უნდა დაემშვიდობოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები