17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებობად აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს და დიდი ხნით მარტო არ დატოვოთ.

კურო

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დღე მოვლენებით სავსე იყოს. ნუ ენდობით მაცდურ შეთავაზებებს. ეცადეთ, წვრილმან უსიამოვნებებზე არ ინერვიულოთ და ადრე დაიძინოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ტყუპები

შესაფერისი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. დროა, გაიხსენოთ ადამიანი, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ - ამჯერად დახმარება მას სჭირდება.

კირჩხიბი

ამ დღეს შეგიძლიათ ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. სამსახურში, უფროსთან მძიმე საუბარი გელით, რაც საბოლოოდ მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

ლომი

არახელსაყრელი დღეა მშობლებთან და უფროს ნათესავებთან ურთიერთობისთვის - მათ აზრს ვერ შეაცვლევინებთ. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს დიდებულ მოსავალს მოიმკით. ნუ იქნებით უმადური - ადამიანს, რომელმაც რთულ დროს ხელი გაგიმართათ, თქვენი დახმარება სჭირდება.

ქალწული

ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ჩხუბის შემთხვევაში, კონფლიქტის მხარეების შერიგება არ სცადოთ, რადგან ამით მხოლოდ ვითარებას გაამწვავებთ. გადადეთ ფინანსური პრობლემის მოგვარება და საბუთებზე ხელი არ მოაწეროთ.

სასწორი

ამ დღეს წარმატებები ყოველ ნაბიჯზე დაგყვებათ. თამამი იდეების განხორციელება შემოსავალს მოგიტანთ. სამუშაო ისევ ბევრი გაქვთ, მაგრამ როგორც არასდროს, ისე გაღიზიანებთ და გღლით.

მორიელი

ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანის ქმედებებით იმედგაცრუებული დარჩეთ. დიდი ალბათობით, ამ დღეს ფინანსური სირთულეები გელით. გირჩევთ მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.

მშვილდოსანი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. კრიზისულ დროს შეგიძლიათ მეუღლის ან საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს და ნაკლები ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევას.

თხის რქა

ეცადეთ, უფროსებთან ურთიერთობაში ტაქტისა და წონასწორობის გრძნობა არ დაკარგოთ და მცირე კამათი დიდ კონფლიქტად არ აქციოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას - ნერვიულობის გამო მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

მერწყული

საუკეთესო დღეა მივლინებებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის - პიროვნული თვისებების დახმარებით ადამიანების ადვილად დაყოლიებას შეძლებთ. შესაძლოა, ვიღაცამ ძველი ვალის გადახდა მოგთხოვოთ, თუმცა სანერვიულო არაფერია - მალე ფინანსური შემოსავალი გელით.

თევზები

პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, უემოციოდ მიიღოთ. წარმატება ყოველ ნაბიჯზე დაგყვებათ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები