21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ხალისი და ოპტიმიზმი დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ნაჩქარევ დაპირებებს ნუ გასცემთ, თორემ პირობის შესრულება გაგიჭირდებათ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. პირველ რიგში, ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებს ეხებათ.

კურო

დღევანდელი საღამო თქვენს ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. ნუ ენდობით უცხო ადამიანებს და კონტაქტები შეძლებისდაგვარად შეამცირეთ. აკონტროლეთ საკუთარი სურვილები და ეცადეთ, რეალობას შეუსაბამოთ.

ტყუპები

ეცადეთ მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, რომ ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ ცხარე და ცხიმიან კერძებს უნდა მოერიდოთ. პლანეტები გირჩევენ, რომ მოგებიან ბიზნესშეთავაზებაზე უარი არ თქვათ და რაც მთავარია, მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს.

კირჩხიბი

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. ეცადეთ, ფული უფრო გონივრულად ხარჯოთ. თუ სამსახურის შეცვლას გსურთ, შანსი გაქვთ, რომ ხელსაყრელი საქმე იპოვოთ და თამამი პროექტის განხორციელება დაიწყოთ. შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, დღის პირველ ნახევარში გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

ლომი

ეს დღე სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოერიდეთ უხეშობას და ზეწოლას. როგორი მაცდური და საინტერესოც არ უნდა ჩანდეთ წინადადება, რომელსაც მიიღებთ, დაუფიქრებლად არ უნდა დათანხმდეთ, რადგან შეცდომა მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

ქალწული

ამ დღეს სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რადგან შეცდომას შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. გამორიცხეთ ხორცი თქვენი მენიუდან და ბოსტნეულით ჩაანაცვლეთ. ხელსაყრელი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის.

სასწორი

გამორიცხული არ არის, რომ ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. ეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ პროფესიული პრობლემების გადაჭრას. თქვენი პროფესიული უნარები და გამოცდილება საშუალებას გაძლევთ, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ.

მორიელი

შესანიშნავი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური ზეიმისთვის. შეიძლება ოჯახის წევრი სახლში გვიან დაბრუნდეს და ამის გამო ბევრი ნერვიულობა მოგიწიოთ. ვარსკვლავები შეგახსენებთ, რომ დიდი ხნის უნახავი ახლობლები უნდა მოინახულოთ.

მშვილდოსანი

აქტიური, შემოქმედებითი თვალსაზრისით ნაყოფიერი დღეა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ აღიქვამს, რამაც შეიძლება, გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციიოთ

თხის რქა

დილიდან რთული და დატვირთული დღეა. ეცადეთ, მაცდურმა შეთავაზებებმა არ მოგატყუოთ. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როდესაც შესაფერისი მომენტის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ. დღის პირველ ნახევარში შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. დროა, სიკეთით გადაუხადოთ ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე უანგაროდ გეხმარებოდათ. დღის ბოლოს მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება გელით. ფრთხილად იყავით – სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს.

თევზები

შესაძლოა, ამ დღეს ვიღაც საქმიანი წინადადებით დაგიკავშირდეთ, მაგრამ შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. ამ დღეს ფიზიკურ დატვირთვას და მნიშვნელოვან შეხვედრებს უნდა მოერიდოთ.


Print