11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

რთული დღეების შემდეგ სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. დროა, იმ ადამიანის დახმარებაზე იფიქროთ, ვინც წლების მანძილზე თავად უანგაროდ გეხმარებოდათ. თუ მეგობრებთან ერთად გართობას გეგმავთ, გირჩევთ, საყვარელ ადამიანთან ერთად არ წახვიდეთ - შესაძლოა, თავი უხერხულად იგრძნოთ.

კურო

ყველა სახის ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დრეა, ამიტომ ეცადეთ, უკეთეს დღეებს დაელოდოთ.. შესაძლოა, მოგებიან ბიზნესში მონაწილეობა შემოგთავაზონ, თუმცა სასურველია გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხოთ. საყვარელი ადამიანის დახმარებით შესაძლოა, გავლენიანი მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.

ტყუპები

ეს დღე განსაკუთრებით წარმატებული იქნება შემოქმედი ტყუპებისთვის. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს კარგი შედეგით დაასრულებთ. დროა, ხანგრძლივი დაძაბული მუშაობის შემდეგ დამსახურებული ჯილდო მიიღოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. გირჩევთ, კონფლიქტში არ ჩაერიოთ, რადგან თქვენი მხრიდან მხარეების შერიგების მცდელობა მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამს. ფრთხილად იყავით - იზრდება საკვებით მოწამვლის, საყოფაცხოვრებო დაზიანებების ან ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი.

ლომი

დაიმსახურეთ, რომ ცოტა ხნით მუშაობა დაივიწყოთ და პირადი ცხოვრებისთვის დრო გამონახოთ. შემოქმედებითი წარმატების შემდეგ კიდევ უფრო სერიოზული და შრომისმოყვარე გახდებით. ამ დღეს იღბალი დიზაინერებს და არქიტექტორებს გაუღიმებს.

ქალწული

შესანიშნავი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანების საქციელით იმედგაცრუებული დარჩეთ. თუ გყავთ მეგობარი, რომელსაც უმიზეზოდ ეკამათეთ და დიდი ხანი არ გინახავთ, დროა, სტუმრად მოიწვიოთ და დაპირისპირებას წერტილი დაუსვათ.

სასწორი

სავარაუდოდ, ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. კრიზისულ დროს შეგიძლიათ, საყვარელი ადამიანის და მშობლების დახმარების იმედი გქონდეთ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. უსიამოვნო საუბარი თქვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება.

მორიელი

თუ ნებისმიერ წვრილმან უსიამოვნებაზე ინერვიულებთ, ჯანმრთელობას დაიზიანებთ და მკურნალობა დაგჭირდებათ. მაგრამ, თუ გონივრულად და დინჯად იმოქმედებთ, შესაძლოა, ძლიერი მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით ნერვიულობა გელით. სავარაუდოდ, ვიღაც ვალის დაბრუნებას მოგთხოვთ, თუმცა სანერვიულო არაფერია - ფინანსური სირთულეები მალე უკან დარჩება.

თხის რქა

ამ დღეს უსიამოვნო საუბრის მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ადამიანებთან ურთიერთობის დროს არ იუხეშოთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდოთ - ამის დრო ჯერ არ დამდგარა.

მერწყული

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ - უმცირესმა შეცდომამ შეიძლება პრობლემები მოგიტანოთ. ძველ კოლეგასთან შეხვედრა სასიამოვნო საღამოთი დასრულდება და უამრავ ემოციას გაჩუქებთ. ამ დღეს იღბალი მასწავლებლებს და სტუდენტებს გაუღიმებს.

თევზები

ამ დღეს ბიზნესში სერიოზული ცვლილებები გელით. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რომ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ. საღამოს დაელოდეთ სასიამოვნო სტუმრებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები