15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

შესანიშნავი ინტუიციისა და გამოცდილების დახმარებით ფინანსების სწორად მართვას და განაწილებას შეძლებთ. საღამოს მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ გირჩევთ ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ. ახალი ნაცნობობა სასიამოვნო და წარმატებული იქნება.

კურო

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც თქვენი მხრიდან სიმშვიდეს და გამძლეობას მოითხოვს. ფულის შენახვა არ გამოგდით, რადგან ცდუნებებთან გამკლავება გიჭირთ. გირჩევთ ფინანსური რეზერვის შექმნაზე იზრუნოთ, რომ კრიზისულ ვითარებაში არ აღმოჩნდეთ. ამ დღეს სასურველია, რომ ცხიმიანი და ცხარე საკვები შეზღუდოთ.

ტყუპები

მზად იყავით ცვლილებებისა და სიახლეებისთვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოერიდეთ ზეწოლას და უხეშობას. ბიზნესპარტნიორებთან ახალი კავშირები შეიძლება ძალიან ხანგრძლივი აღმოჩნდეს. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობის დროს.

კირჩხიბი

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში იშვიათი წარმატება გელით. სასურველია ხორცი მენიუდან ამოიღოთ და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. სიტუაციის ანალიზის საშუალებით მისი გაგების მცდელობა უშედეგო იქნება. მოერიდეთ არაჯანსაღ საკვებს და ეცადეთ მანვე ჩვევებზე უარი თქვათ.

ლომი

დილს შეიძლება სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ - ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. გირჩევთ, პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. მოერიდეთ ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

ქალწული

ამ დღეს ურთიერთობები მინიმუმამდე უნდა შეამციროთ და სასურველია, მთელი დღე სახლში დარჩეთ. შეიძლება, ოჯახის წევრმა სახლში დაბრუნება დააგვიანოს და ბევრი ინერვიულოთ. მოერიდეთ ადამიანების კრიტიკას და მათზე უფროსობას, თორემ შეიძლება, სრულიად მარტო დარჩეთ.

სასწორი

ეს დღე შემოქმედი სასწორებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება. გაითვალისწინეთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს თავშეკავებას უყურადღებოდ და გულცივობად აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. თუ სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობას გეგმავთ, ეცადეთ მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ფრთხილად! ვიღაც მაცდური შეთავაზებებით თქვენს ცდუნებას შეეცდება. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებული იქნება და ახალ იდეებს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, ცოტა ხნით დაივიწყოთ მუშაობა და მთლიანად გრძნობების მორევში გადაეშვათ. ალბათ დადგა დრო, რომ სიკეთით გადაუხადოთ ადამიანს, ვინც დიდხანს უანგაროდ გემსახურათ. კარგი დროა ბინაში რემონტისა და ავეჯის შესაძენად. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

მერწყული

სავარაუდოდ, ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. თუ არ იზარმაცებთ, კარგ შედეგს მიიღებთ. ბევრი მერწყული საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

თევზები

ენერგიის და ოპტიმიზმის ნაკლებობას არ უჩივით და დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას შეძლებთ. მოერიდეთ მოჩხუბარი ადამიანების შერიგებას, რადგან მესამე ადამიანის ჩარევა მხოლოდ გაართულებს სიტუაციას. მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს - ახლა ამისთვის დრო არ არის.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები