16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

შეიძლება რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს. იმედი არ დაკარგოთ, თუ გეგმები ჩაგეშალათ. ის, რაც ახლა საოცნებო და სასურველი გგონიათ, ხვალ შეიძლება თქვენთვის სრულიად უინტერესო გახდეს. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა გელით.

კურო

ეს დღე აღმოჩენებით იქნება სავსე. სავარაუდოდ, გარემოებები თვალებს აგიხელთ და ამ თუ იმ ადამიანს სრულიად სხვა კუთხიდან დაგანახებთ. შესაძლოა, ვიღაცის შეფასებაში შეცდით, მაგრამ იმედს ნუ დაკარგავთ. ეს ქვეყნიერების დასასრული არ არის.

ტყუპები

ამ დღეს გარშემომყოფებს მაგნიტივით იზიდავთ, უბრალოდ უნდა აირჩიოთ მიმართულება ახლობელი ადამიანებისთვის. კარგი იქნება თუ საღამოსთვის მხიარულ ღონისძიებას დაგეგმავთ, სადაც ყველა მეგობარს მოიწვევთ და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. არ დაგავიწყდეთ უფროსი ნათესავების მონახულება, მით უმეტეს, რომ მათგან ერთ-ერთ ექიმთან ვიზიტი სჭირდება.

კირჩხიბი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს რთული და ქაოსური დღე ელით. თუნდაც ამ დღის ყოველი წუთი დაგეგმილი გქონდეთ, მოულოდნელობები და სირთულეები მაინც გელით. ნუ შეშინდებით, ნეგატიურის გარდა, პოზიტიური მომენტებიც მოსალოდნელია, ამიტომ გირჩევთ დღის ბოლოს არაერთგვაროვანი შეგრძნებები გელით.

ლომი

ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს გარემოებებს ენდოთ. შეეგუეთ, რომ სამყაროში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გსურთ და ამაზე ნერვიულობა უაზრობაა. თუ ვინმე თქვენს აზრს არ უსმენს, მის გადარწმუნებას ნუ ეცდებით. დაზოგეთ დრო და ნერვები.

ქალწული

დილიდან თავს უცნაურად გრძნობთ და სპონტანურად მოქმედების სურვილი გაქვთ. ადამიანებს თქვენი პიროვნული თვისებებით ხიბლავთ, თუმცა იმპულსური ქმედებებით აფრთხობთ. ერთი სიტყვით, ამ დღეს თქვენი ქმედებები ლოგიკას არ ექვემდებარება.

სასწორი

ამ დღეს შეიძლება რაღაც სისტემის ნაწილად იქცეთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ თანამოაზრეები შემოიკრიბოთ და გუნდურად იმოქმედოთ - სავარაუდოდ, დაგროვილ პრობლემებს მარტო ვერ გაუმკლავდებით. თუ სამუშაოს შეცვლაზე ოცნებობთ, ახლა ოცნების ასრულების შანსი გექნებათ. თქვენი პოტენციალი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, ამიტომ დროა იმოქმედოთ.

მორიელი

მორიელებს მძიმე დღე ელით. მომდევნო 24 საათის განმავლობაში სიტყვა „უნდა“ ყველზე ხშირად გესმით, თუმცა ყოველთვის იპოვით მიზეზს, რომ საქმე სამომავლოდ გადადოთ. გირჩევთ მხოლოდ ის აკეთოთ, რაც ნამდვილად გაინტერესებთ და ვიღაცის მითითებები ნაკლებად გაითვალისწინოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მოხერხებული მოქმედებით ყველა მკვეთრი კუთხისთვის გვერდის ავლას შეძლებთ. დახვეწილი ინტუიციის წყალობით ადამიანების ემოციებს შორიდანვე გრძნობთ, ამიტომ უთანხმოებებს რ უნდა ელოდოთ. თქვენი პერსონის მიმართ გაზრდილ ყურადღებას იგრძნობთ. გარშემო მყოფებს თქვენს შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია აინტერესებთ.

თხის რქა

დროა, საკუთარ თავზე და დასვენებაზე იფიქროთ. ახლა თავი სრულიად სხვა აზრებით გაქვთ გამოტენილი, მაგრამ ეცადეთ ყურადღება მოიკრიბოთ. თუ ვერ ახერხებთ, გირჩევთ მასაჟის კურსები ან პროფილაქტიკური მკურნალობა დაიწყოთ.

მერწყული

გირჩევთ ამ დღეს ინტუიციას არ ენდოთ. თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ მსგავს სიტუაციაში ადრეც ყოფილხართ, ამჯერად შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად იყოს. ეცადეთ ლოგიკით და გამოცდილებით იხელმძღვანელოთ, თითოეული მოქმედება გააანალიზოთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ.

თევზები

ამ დღეს შეიძლება თავი დაუცველად იგრძნოთ და საკუთარი მოქმედების სისწორეში ეჭვი შეგეპაროთ. ამის მიუხედავად, ყველაფრის საკუთარ ხელში აღება მოგიწევთ. როგორც ნამდვილი პროფესიონალი, საკუთარ მოვალეობებს ბრწყინვალედ გაუმკლავდებით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები