27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

თქვენ ირგვლივ შეიძლება ბევრი გაუგებრობაა. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეთ და აღარაფრის შეცვლა შეგიძლიათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოდუნდეთ და მეტი მოქნილობა გამოიჩინოთ - თუ ამ ეტაპზე სიტუაციას ვერ შეცვლით, უნდა შეეგუოთ და რაც შსაძლებელია, ის სარგებელი მიიღოთ.

კურო

გამძაფრებული სამართლიანობის გრძნობა გაიძულებთ ყველგან დამნაშავეები ეძებოთ, იქაც კი, სადაც არ არიან და არასოდეს ყოფილან. საკუთარი თავის შეცოდების ნაცვლად, გირჩევთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ. ნურც იუმორის გრძნობას დაივიწყებთ - ის კონფლიქტებისგან გიხსნით.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოებაზე გაამახვილოთ - სახლში, მანქანაში თუ სამუშაო ადგილზე. გახსოვდეთ. რომ პრევენციული ზომების დროულად მიღება ცხოვრებას გვიმარტივებს.

კირჩხიბი

შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცის დაცვის სურვილი გაგიჩნდეთ - შესაძლოა, მას უსამართლოდ მოექცნენ. ეს მშვენიერია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მომრიგებლის მისია მხარეების შერიგება უნდა იყოს და არა კონფლიქტის გაღვივება.

ლომი

ამ დღეს ბრძოლისთვის ხართ ხართ განწყობილი, რათა საკუთარი პრინციპები დაიცვათ და დაუნდობელი ხართ როგორც ნამდვილი, ისე გამოგონილი მტრების მიმართ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ეს განწყობა მეგობრებისა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაშიც გაგყვებათ.

ქალწული

ამ დღეს ყველაფერში მაქსიმალისტი ხართ! ამის წყალობით, მართალია, გადაწყვეტილებების მიღება გაგიადვილდებათ, მაგრამ ზედმეტად ცალმხრივი და კატეგორიული იქნებით. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ ადამიანების მიმართ უფრო ლმობიერი გახდეთ. ნუ დაყოფთ სამყაროს მხოლოდ "შავად" და "თეთრად", რადგან გარშემო კიდევ უამრავი, მშვენიერი ფერია.

სასწორები

ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და გარშემო მყოფებს სახეში არ მიახალოთ ყველაფერი, რასაც მათზე ფიქრობთ. თავის შეკავება ადვილი არ იქნება, რადგან გარემოებები ხელს უწყობს თქვენს პროვოცირებას!
თუ ვინმე აზრს შეგეკითხებათ, ეცადეთ „ოქროს შუალედი“ დაიცვათ და კრიტიკას თუნდაც ერთი კოვზი ქება-დიდება დაამატოთ.

მორიელი

გახსოვდეთ, რომ მომრიგებლის როლი სათქვენო არაა. უფრო მეტიც, იმდენად უხეში და კატეგორიული გახდით, რომ მომრიგებლები შეიძლება თავად დაგჭირდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ზედმეტად თავდაჯერებული და თავხედური განცხადებებით შეიძლება საკუთარი თავი დააზარალოთ, ამიტომ უმჯობესია, კამათში ჩართვას მოერიდოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ნამდვილი ოჯახური ტირანის როლს მოირგებთ! ყოველ შემთხვევაში, თქვენი ახლობლებს სწორედ ასე ფიქრობენ. დარწმუნებული ხართ, რომ ყველაზე კარგად იცით, ვინ რა უნდა გააკეთოს და ამას გულმოდგინედ აკონტროლებთ. მეტიც, მზად ხართ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში ზეწოლას მიმართოთ.

თხის რქა

შესაძლოა, კრიტიკის ობიექტად იქცეთ! ეცადეთ, არ ინერვიულოთ და, მით უმეტეს, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ! სანამ რამეს გააკეთებთ, ჯობია, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ და სანამ რამეს იტყვით, დაფიქრდეთ - იქნებ გაჩუმება ჯობს?

მერწყული

სიტუაცია მერწყულისგან ფინანსური საკითხების დროულად მოგვარებას და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს - იქნება ეს ახალი სამსახურის ან დამატებითი შემოსავლის წყაროს ძებნა, უფროსებთან ხელფასის მომატებაზე საუბარი და ა.შ.; იმოქმედეთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. ყველაფერი გამოგივათ.

თევზები

სხვების აზრს ხშირად არ ითვალისწინებთ, თუმცა სხვებს აიძულებთ, რომ თქვენს აზრს დაეთანხმონ. ამ საკითხს ასე უდგებით: თუ სხვები არ მეთანხმებიან, ეს მათი პრობლემა და არა ჩემი. იქნებ დროა, სხვების უკმაყოფილება შეამჩნიოთ?
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები