17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

დილიდან გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები თქვენს ნერვებზე თამაშით ერთობიან. სინამდვილეში ძალიან ცდებით. ყველა თავისი საქმითაა დაკავებული და თქვენთვის არავის სცალია. თქვენს ნერვებზე ისინი მხოლოდ დროდადრო, შესვენებების დროს თამაშობენ. ესაა და ეს.

კურო

ამ დღეს მოულოდნელმა შეხვედრამ შეიძლება თქვენს სულში ემოციების ქარიშხალი დაატრიალოს! ეცადეთ დამშვიდდეთ და ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ - გამორიცხული არ არის, რომ ერთ-ორ დღეში გარემოებები შეიცვალოს. იზრუნეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე. სასურველია, პრევენციული მკურნალობის კურსი დროულად დაიწყოთ.

ტყუპები

ამ დღეს თქვენი მთავარი პრობლემა მოზღვავებული ემოციებია. მიუხედავად მცდელობისა, თავის შეკავებას ვერ ახერხებთ, რამაც შეიძლება კონფლიქტამდეც კი მიგიყვანოთ. ეცადეთ, ამ სიტუაციიდან იუმორისა და ხუმრობის დახმარებით გამოხვიდეთ. მათზე მშვიდად და ადეკვატურად რეაგირებას მაინც ვერ შეძლებთ.

კირჩხიბი

ამ დღემ შეიძლება მოვლენებისა და ემოციების მორევში ჩაგითრიოთ. რამდენჯერმე ყურადღების ცენტრში მოხვდებით და ამის მიზეზი სიმდიდრისა და წარმატების თემის წამოწევა გახდება. ყველაფერი, რაც დიდ ფულს ან საზოგადოებრივ მდგომარეობას უკავშირდება, ამ დღეს გარშემო მყოფების განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს და ამას უნდა შეეგუოთ.

ლომი

სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, რათა უბრალო, გულწრფელი საუბარი დაპირისპირებაში და ღია კონფლიქტში არ გადაიზარდოს. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს მწვავე თემებზე საუბარს და პიროვნულ შეფასებებს უნდა ერიდოთ.

ქალწული

ეს დღე უსასრულო საუბრებში ჩაივლის. საუბრები კი, ძირითადად, ფულისა და წარმატებების თემას შეეხება, რაც ასე გაკლიათ. შესაძლოა, რომ ერთ-ერთ ასეთ საუბარში საკუთარი ღირსებები ისე გადაჭარბებულად შეაფასოთ, რომ ტრაბახასა და მატყუარას რეპუტაცია დაიმსახუროთ.

სასწორი

ეცადეთ, ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში იმაზე მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ, ვიდრე ოდესმე და რაც მთავარია, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უფრო ყურადღებიანი გახდეთ. სამწუხაროდ, მცირე გაუგებრობამაც კი შეიძლება დიდი ქარიშხალი გამოიწვიოს, რომლის დამშვიდება ძალიან რთული იქნება.

მორიელი

მორიელებო, ეცადეთ უფრო მოკრძალებული გახდეთ და საკუთარი ამბიციები შესაძლებლობებს შეუსაბამოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ოცნებების დევნაში შორს წახვიდეთ და უკვე მიღწეულიც დაკარგოთ.

მშვილდოსანი

გარემოებები ისევ დინების საწინააღმდეგოდ ცურვას გაიძულებთ, თქვენ კი უცნაურად პასიურობთ. იცოდეთ, რომ ამ დღეს გაგიმართლებთ და დინების საწინააღმდეგოდ ცურვა წარმატებამდე მიგიყვანთ, რაც გარშემო მყოფთა თვალში ერთიორად აგამაღლებთ.

თხის რქა

ეს დღე მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, დილას რომელ ფეხზე ადექებით. თუ მარჯვენა ფეხით - ყველა თვალსაზრისით მშვენიერი დღე იქნება და საოცრად ჩაივლის. თუ მარცხენით, ყველა დაწყებული საქმე მარცხით დასრულდება. ამიტომ, დილას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომელ ფეხს გადმოდგამთ ლოგინიდან და თუ რამე შეგეშალათ, ხელმეორედ სცადეთ.

მერწყული

მოემზადეთ, დიდი გამძლეობა და სულიერი სიმტკიცე დაგჭირდებათ. ამ დღეს სიბრაზის მცირე აფეთქებაც კი შეიძლება ნამდვილ ქარიშხლად იქცეს, რომელიც მერწყულის ყველა საქმესა და გეგმას გაანადგურებს. ერთი სიტყვით, ამ დღეს მძაფრ ემოციებს უნდა მოერიდოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

თევზები

ბედი გეგმის განხორციელების შანსს მოგცემთ. ეცადეთ ამ დღის მდიდარი შესაძლებლობები უმნიშვნელო საკითხებზე არ დახარჯოთ. დიდ და ხმაურიან წვეულებებს არ უნდა ერიდოთ - პირიქით, წარმატება სწორედ იქ გელით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები