28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღე გელით. საღამომდე უამრავი საქმის გაკეთებას, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას და გარშემომყოფთა დახმარებას შეძლებთ. ეცადეთ, ძველი გამოცდილება გამოიყენოთ და კოლეგები თქვენი უზომოდ მადლიერი იქნებიან. პლანეტების განლაგება და მოვლენათა ხელსაყრელი განვითარება კეთილდღეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

კურო

თ ამ დღეს სიმშვიდეს და თავდაჯერებას შეინარჩუნებთ, ბევრს მიაღწევთ. იზრუნეთ ძველ პრობლემის მოგვარებაზე, რომელიც მოსვენებას არ გაძლევთ. სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრები გელით, სადაც ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ. შესაძლებელია საინტერესო შეთავაზებები.

ტყუპები

ეცადეთ მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ. დაბნეულობის ან აჩქარების გამო შესაძლოა, შეცდომა დაუშვათ, რომელიც თქვენს პოზიციებს შეარყევს. მოიქეცით ისე, როგორც ინტუიცია გიკარნახებთ და გადაწყვეტილებები სწრაფად, უყოყმანოდ მიიღეთ. უცხო ადამიანების შემოთავაზებებს ძალიან ფრთხილად მოეკიდეთ.

კირჩხიბი

ბოლოს და ბოლოს, მიხვდებით რომელი საქმიანობის სფეროა თქვენს შინაგან სამყაროსთან ყველაზე ახლოს და შესაძლოა, მოულოდნელი აღმოჩენაც გააკეთოთ. სასურველის მისაღებად მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. უსამართლო კრიტიკით გული გატკინეს, მაგრამ ეცადეთ, ახლობლებს ამის გამო არ გაუნაწყენდეთ.

ლომი

ნუ მოწყდებით მნიშვნელოვან საქმეს, რომელზედაც მთელი ყურადღება გაქვთ გადატანილი. კოლეგებთან შეთანხმებას შეძლებთ, ხოლო მოლაპარაკებებს წარმატებით დაასრულებთ. გარშემომყოფები ცდილობენ თქვენი სიმპათია მოიპოვონ და დახმარებას გთავაზობენ, რაზედაც უარი არ უნდა თქვათ. გირჩევთ დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის დრო გამონახოთ.

ქალწული

დღის უმეტეს ნაწილს სხვა ადამიანების დახმარებას და მათი პრობლემების მოგვარებას დაუთმობთ. ფრთხილად იყავით - ვიღაც შეეცდება გამოგიყენოთ. გირჩევთ, ყველზე რთული და უსიამოვნო საქმეები დღესვე დაასრულოთ, რომ მომავალში განწყობა არ გაგიფუჭონ.

სასწორი

ამ დღეს მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება მოგიწევთ, რომელიც დაფიქრებას მოითხოვს. გირჩევთ, მოსალოდნელი შედეგები აწონ-დაწონოთ და რჩევისთვის ისეთ ადამიანს მიმართოთ, რომელსაც მთლიანად ენდობით. თუ საქმიან შეხვედრებს არაფორმალურ გარემოში ჩაატარებთ, უკეთეს შედეგს მიიღებთ.

მორიელი

არ ინერვიულოთ, თუ ყველაფერი ისე არაა, როგორც დაგეგმეთ. შესაძლოა, საქმის მიმართ მიდგომა ან სამოქმედო გეგმა უნდა შეცვალოთ, მაგრამ ეს სიტუაცია თქვენთვის საინტერესო შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ და სარგებელს მოგიტანთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ - სავარაუდოდ, გარშემო მყოფები იმედებს გაგიცრუებენ.

მშვილდოსანი

თუ ეშმაკობას და ორიგინალურ აზროვნებას გამოიჩენთ, ისეთ შედეგს მიაღწევთ, რაც ადრე შეუძლებლად გეჩვენებოდათ. ეცადეთ, მიმდინარე მოვლენების მიმართ ოპტიმისტური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ, კამათის დროს, ემოციების ნაცვლად, ფაქტებით იხელმძღვანელოთ და ოპონენტის უხეშობაზე არ გაღიზიანდეთ. დროა, ოჯახის წევრებთან ერთობლივი სამოქმედო გეგმა შეათანხმოთ.

თხის რქა

დღის უმეტეს ნაწილს ძველი პრობლემების გადაჭრას დაუთმობთ. სავარაუდოდ, ეს პრობლემები ფინანსებს უკავშირდება და ისეთი მარტივად გადასაწყვეტი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. გირჩევთ, საკუთარი გამოცდილება გაიხსენოთ და ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ.

მერწყული

ყოველმხრივ ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. თუ არაფრისმომცემ საუბრებში დროს არ დაკარგავთ, დავალებას დროულად შეასრულებთ. ნუ ითხოვთ დახმარებას, როცა შეიძლიათ საქმე სხვებზე კარგად გააკეთოთ. ამ დღეს არსებობს დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი.

თევზები

ჩანაფიქრის განხორციელებისთვის ამ დღეს სიმტკიცე უნდა გამოავლინოთ. თქვენი უახლოესი გარემოცვიდან ვიღაც ცდილობს თქვენი სიკეთე და შესაძლებლობები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ისწავლეთ მუდმივ თხოვნებზე უარის თქმა. მშვენიერი დღეა მხიარული მოგზაურობისთვის.
Print