28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს ბრძანებებს თქვენ იძლევით, გარეშე მყოფები კი გემორჩილებიან. ლიდერის თვისებები საკუთარი იდეების გავრცელებაში, პროცესების ორგანიზებასა და ადამიანებით მანიპულირებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა მოკავშირეების პოვნისა და კარიერული წინსვლისთვის.

კურო

გირჩევთ, ეს დღე ოჯახს და თაობათა ურთიერთობას მიუძღვნათ. რაც უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბებით, უკეთესია! ნათესავების წრეში სასიხარულო სიახლე გელით - შესაძლოა, საყვარელი ადამიანებისგან მოულოდნელი დახმარება ან შეთავაზება მიიღოთ. დროა, ძველი პრობლემები მშვიდ და გულწრფელ ოჯახურ ატმოსფეროში განიხილოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სპორტული ვარჯიშების დაწყებაზე იზრუნოთ, რადგან ახლა თქვენთვის სხეულის გაჯანსაღება ყველაზე მნიშვნელოვანია. თავად აირჩიეთ დილაობით სირბილი გირჩევნიათ, ფიტნესი თუ აუზში ცურვა.

კირჩხიბი

ეს დღე სასიამოვნო სიურპრიზებით გაგახარებთ. ყველა საქმეში ვარსკვლავების მხარდაჭერას გრძნობთ და იღბალი ფეხდაფეხ დაგყვებათ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, წარმატებული შენაძენი, ძვირფასი საჩუქარი ან რომანტიკული შეხვედრა. მთავარია, მთელი დღე ოთხ კედელში არ გაატაროთ - გაიცანით, შეიყვარეთ, გაერთეთ და იმხიარულეთ. ეს თქვენი დღეა!

ლომი

ამ დღეს თქვენში ლიდერის თვისებები გაიღვიძებს. გარშემომყოფებს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და ადამიანების ორგანიზების უნარით გააოცებთ. თქვენ გარშემო თანამოაზრეთა დ მოკავშირეთა მთელი არმია გაერთიანდება. ასე რომ, ვარსკვლავები გირჩევენ, ინიციატივა ხელში აიღოთ - თქვენ თუ არა, მაშინ ვინ?

ქალწული

ამ დღეს გარშემო მყოფებისგან დისტანცირებას გირჩევთ - „კისერზე დაჯდომის“ უფლება არავის მისცეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ვიღაც თქვენით მანიპულირებას და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ეცდება. ამიტომ თუ საშუალება გაქვთ, ამ დღის ყველასგან მოშორებით გატარება ჯობს.

სასწორი

ამ დღეს ადამიანების სიტყვის უთქმელად გესმით და შეგიძლიათ თავი თანამოსაუბრის ადგილზე წარმოიდგინოთ. ამის წყალობით შესანიშნავი მსმენელი და არა ნაკლებ კარგი მთხრობელი ხართ. ეს დღე კარგად განვითარებული ინტუიციით დაგაჯილდოებთ, თუმცა ლოგიკური დასკვნების გამოტანა გიჭირთ.

მორიელი

ცდილობთ ცხოვრებას ფილოსოფიურად შეხედოთ. ზოგჯერ ეს ერთადერთი სწორი მიდგომაა საკითხის მიმართ, რომელსაც ვეღარ შეცვლით. სიმშვიდე და იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ, რომ სიტუაცია სწორად წარმართოთ, მთავარია ემოციები აკონტროლოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ყველაზე მეტად ურთიერთობები და ინფორმაცია გჭირდებათ. რაც უფრო მეტი ადამიანია თქვენ გარშემო, თავს მით უკეთ გრძნობთ და სულ ერთია, ისინი მეგობრები არიან, კოლეგები თუ უცნობები. კომუნიკაბელურობის წყალობით, შეიძლება უამრავი საინტერესო ადამიანი გაიცნოთ ან სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ.

თხის რქა

დილიდან ადამიანებით მანიპულირებს ცდილობთ და ისინიც მზად არიან თქვენს დაკრულზე სიამოვნებით იცეკვონ. ამასთან დარწმუნებული ხართ, რომ ამას არა პირადი სარგებლობის, არამედ საერთო მიზნებისთვის აკეთებთ. სასურველის მისაღებად შეიძლება არა მხოლოდ ადამიანების დარწმუნების ნიჭი, არამედ პირადი კავშირები, ჭორები და სხვა არალეგალური ხერხებიც კი გამოიყენოთ.

მერწყული

ეს დღე ზომიერებისკენ განგაწყობთ. ეცადეთ, ნებისმიერ საქმეში „ოქროს შუალედი“ იპოვოთ, სადავო საკითხებში კი კომპრომისი მოძებნოთ. თუ პრობლემის უხეშად და ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტას ეცდებით, თქვენი გეგმებიდან აღარაფერი დარჩება.

თევზები

შესაძლოა, ვიღაცას თქვენგან მხარდაჭერა, მოსმენა და დახმარება დასჭირდეს. მეტიც - დახმარება რომ არ გთხოვონ, მზად ხართ, თავად შესთავაზოთ. ეს დღე ადამიანებზე ზრუნვის და მათი მფარველობის სურვილს გაგიჩენთ. ასეთ დროს თქვენ იდეალური მსმენელი ხართ ხოლმე - თითქმის ფსიქოანალიტიკოსი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები