ვერძი
ეცადეთ, ცოტა უფრო პრაქტიკული გახდეთ და საკუთარი მიღწევები უფრო
პრაგმატული თვალსაზრისით შეაფასოთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ
ისეთ სფეროებს, როგორიცაა სამუშაო, სპორტი, ბიზნესი, მშობლის
მოვალეობა და შემოქმედება. ნუ იჩქარებთ ახალი გეგმების შედგენას და იმ
იდეების თუ ადამიანების მიტოვებას, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში
ერთგულად გემსახურებოდნენ.
კურო
ამ დღეს მოთმინების უნარი ძალიან გამოგადგებათ, რათა უკანასკნელი
ძალები შეუძლებლის მიღწევის მცდელობას
არ დაახარჯოთ. გირჩევთ, მეტი
უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ - რაც უფრო ნაკლებ ადამიანს ეცოდინება
თქვენი გეგმების შესახებ, მით უკეთესია. ეს დღე ხელსაყრელია ფინანსური
და ქონებრივი დავების მოსაგვარებლად.
ტყუპები
ნუ კარგავთ დროს იმაზე ფიქრზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ. თუ საკუთარ
თავში იპოვით ძალას, რომ ახალ გარემოებებს შეეგუოთ, შეამჩნევთ, რომ
სუნთქვა გაგიადვილდებათ. ეცადეთ, ეჭვები თავიდან მოიცილოთ. რაც უფრო
ადრე დარწმუნდებით, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ, სასურველ შედეგს
მით უფრო მალე მიაღწევთ.
კირჩხიბი
იჩქარეთ - ეს დღე იდეალურია ახალ საქმის წარმატებით დასრულებისთვის.
გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ენერგიული და მიზანდასახული იქნებით, მით
უკეთესი იქნება შედეგი. დამხმარეები არ გჭირდებათ - აზარტი
გეხმარებათ, რომ პრობლემებს მარტო გაუმკლავდეთ, სირთულეები კი ახალი
მიღწევებისკენ გიბიძგებთ. ეს დღე შესაფერისია რომანტიკული
პაემნებისთვის, შეგიძლიათ პირად ურთიერთობებში მეტი ინიციატივა
გამოიჩინოთ.
ლომი
წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა სიმშვიდის შენარჩუნებას
ისწავლით. ეს კი თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს ყოველთვის უჭირთ.
ყურადღება მიაქციეთ, რას და როდის ამბობთ. ყველა აზრის გახმოვანება,
რომელიც თავში მოგივათ, არ ღირს. მოსალოდნელია კონფლიქტი კოლეგებთან.
შეეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიღოთ ის, რასაც შურიანი და
არაკეთილსინდისიერი ადამიანები თქვენზე ამბობენ.
ქალწული
დღის დასაწყისი ხელსაყრელი დროა სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად.
მოლაპარაკება თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება, მაგრამ შუა
დღის განმავლობაში სურათი შეიცვლება და ნეგატიური ტენდენციები
გაძლიერდება. ამ დროს შეიძლება ახლობლებთან სერიოზული უთანხმოება
წარმოიშვას ან ისეთი საკითხის მოგვარება მოგიწიოთ, რომელიც
მნიშვნელოვნად არ გეჩვენებათ.
სასწორი
ეს დღე იმაზე რთული იქნება, ვიდრე ელოდით. საქმე ისაა, რომ არჩეული
გზა შედეგამდე არ მიგიყვანთ. როგორც კი გადაუხვევთ, შეამჩნევთ, რომ
სიტუაცია ყოველ საათში უკეთესობისკენ იცვლება. ეს არის
თანამოაზრეებთან გაერთიანების და საერთო მიზნის მისაღწევად ნაყოფიერი
თანამშრომლობის გზა. ნუ ეცდებით პრობლემებთან დამოუკიდებლად
გამკლავებას, უმჯობესია კარგი ასისტენტი მოძებნოთ.
მორიელი
ამ დღეს საკუთარ თვალებსაც არ უნდა დაუჯეროთ - ან გატყუებენ, ან
ვარდისფერი სათვალე ყველაფერს ფარავს. ფაქტია, რომ რეალობას ვერ
ხედავთ, ამიტომ ყველაფერი უნდა გადაამოწმოთ და მხოლოდ ყველაზე ახლობელ
ადამიანს ენდოთ, რომელიც უკვე არაერთხელ დაგეხმარათ. განსაკუთრებული
სიფრთხილე ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეში უნდა გამოიჩინოთ.
მშვილდოსანი
ზომიერება, თავშეკავება და თვითკონტროლი ის თვისებებია, რომლებიც ამ
დღეს ჰაერივით გჭირდებათ. გირჩევთ, სურვილები და ემოციები აკონტროლოთ,
წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით.
მოსალოდნელია უთანხმოება მენეჯერთან ან სხვა ადამიანთან, რომელზეც
თქვენი კარიერული წინსვლაა დამოკიდებული. ფინანსური მდგომარეობა
ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ თავს დაუგეგმავი შესყიდვების უფლება
მისცეთ.
თხის რქა
ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ადრე შედგენილი გრაფიკის დაცვა. თუ
შესაძლებელია, ზოგადად მიღებული წესები და საკუთარი პრინციპები არ
დაარღვიოთ. ორგანიზებულობა და თვითდისციპლინა ის თვისებებია, რომლებიც
წარმატებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს თქვენი იდეებით ყველაზე
თავდაჯერებული სკეპტიკოსებიც კი დაინტერესდებიან. ასევე შესაძლებელია
მოგებიანი გარიგების გაფორმება.
მერწყული
ამ დღეს ძალიან ფრთხილად, შეუმჩნეველი ნაბიჯებით უნდა იმოძრაოთ.
ეცადეთ, ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ, მით უმეტეს, რომ
ერთ-ერთი მათგანი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ამავე მიზეზით, უფრო ახლოდან უნდა დააკვირდეთ ადამიანებს, რომლებიც
ადრე „ნაცრისფერები“, უმნიშვნელოები და ჩვეულებრივები
გეჩვენებოდათ.
თევზები
ამ დღეს ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, რათა მოხერხებული თაღლითის
მსხვერპლი არ გახდეთ. არ არის მიზანშეწონილი ერთობლივი ბიზნესის
დაწყება ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. ნუ მოაწერთ ხელს
საბუთებზე, მათი შინაარსის გულდასმით შესწავლის გარეშე. საოჯახო
საქმეები დიდ დროს წაგართმევთ, ამიტომ გირჩევთ, საქმე ოჯახის სხვა
წევრებსაც გაუნაწილოთ.