ვერძი
სიყვარული — ურთიერთობებში სრული ჰარმონიაა. მარტოხელა ვერძი დღეს
განსაკუთრებით მიმზიდველია და სასიამოვნო ნაცნობობა ელის.
კარიერა — ხელსაყრელი დღეა პრეზენტაციებისა და მოლაპარაკებებისთვის.
ხელმძღვანელობას თქვენი იდეები მოეწონება.
ჯანმრთელობა — სუფთა ჰაერზე გასეირნება და ჯანსაღი საუზმე ძალებს
აღდგენაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას და ნუ
გადაიღლებით.
ფინანსები — კარგი დღეა შესყიდვებისა და ინვესტიციებისთვის.
კურო
სიყვარული — საყვარელ
ადამიანთან რომანტიკული პაემანი გელით.
მზრუნველობა გამოიჩინეთ და ის ორმაგად დაგიბრუნდებათ.
კარიერა — სამსახურში დავალებას ადვილად უმკლავდებით. მოსალოდნელია
სასიამოვნო სიურპრიზი კოლეგებისგან.
ჯანმრთელობა — ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ? გამოიყენეთ ის სპორტული
ვარჯიშების ან ფიზიკური დატვირთვისთვის.
ფინანსები — მოულოდნელი შემოსავალი გელით. ხელსაყრელი დღეა ანაბრის
გასახსნელად.
ტყუპები
სიყვარული — თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა ადამიანებს მაგნიტივით
იზიდავს. ეცადეთ ეს ახალი ურთიერთობის დაწყების ან არსებული
ურთიერთობის გასაძლიერებლად გამოიყენოთ.
კარიერა — ინტელექტუალურ ამოცანებს ადვილად უმკლავდებით. გირჩევთ
ახალი იდეები კოლეგებს გაუზიაროთ.
ჯანმრთელობა — სულიერი წონასწორობისთვის სუნთქვის ვარჯიშები ან იოგა
გჭირდებათ.
ფინანსები — სიფრთხილე თქვენი მეგობარია. დიდი ხარჯები ჯობია
ხვალისთვის გადადოთ.
კირჩხიბი
სიყვარული — ამ დღეს თქვენი ემოციები განსაკუთრებული სიღრმით
გამოირჩევა. გაუზიარეთ გრძნობები საყვარელ ადამიანებს - ისინი ამას
დააფასებენ.
კარიერა — ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
თქვენს ლიდერულ თვისებებს შენიშნავენ და დააფასებენ.
ჯანმრთელობა — ყურადღება მიაქციეთ სწორ კვებას და კარგ ძილს - ეს
თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაღებია.
ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ბიუჯეტის დაგეგმვისა და შემოსავლის ახალი
წყაროების მოსაძებნად.
ლომი
სიყვარული ამ დღეს ყურადღების ცენტრში ხართ და ადამიანებს მაგნიტივით
იზიდავთ! ისიამოვნეთ კომპლიმენტებით და გააძლიერეთ ურთიერთობა
საყვარელ ადამიანებთან.
კარიერა — ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ახალ პროექტში
გამოავლინოთ.
ჯანმრთელობა — გირჩევთ, მოზღვავებული ენერგია სპორტულ დარბაზში
დახარჯოთ - ეს ფიზიკური ფორმის აღდგენაში დაგეხმარებათ.
ფინანსები — იღბალი თქვენს მხარეზეა. მოულოდნელი პრემია ან საჩუქარი
გელით.
ქალწული
სიყვარული — ურთიერთობებში სტაბილურობა გაბედნიერებთ. გირჩევთ
საყვარელი ადამიანი რომანტიკული ვახშმით გაახაროთ.
კარიერა — ნაყოფიერი დღეა. კოლეგები აღნიშნავენ, რომ წვრილმანების
მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენთ და ამას დააფასებენ.
ჯანმრთელობა — ხელსაყრელი დღეა ფიტნესის ან მასაჟისთვის.
ფინანსები — ფინანსურ საქმეებში წარმატება გელით. გონივრულად
განხორციელებული ინვესტიციები შემოსავალს მოგიტანთ.
სასწორი
სიყვარული — სასიამოვნო შეხვედრა და მოულოდნელი კომპლიმენტები
ემოციებით აგავსებთ.
კარიერა — გუნდური მუშაობა შესანიშნავ შედეგს მოიტანს. ენდეთ თქვენს
ინტუიციას.
ჯანმრთელობა — მსუბუქი ფიზიკური აქტივობა და სუფთა ჰაერზე სიარული
ენერგიით აგავსებთ.
ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.
გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელი ბონუსი მიიღოთ.
მორიელი
სიყვარული — ინტუიცია ურთიერთობაში სწორ გზას დაგანახვებთ. უსმინეთ
საკუთარ გულს.
კარიერა — თქვენი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს. ხელმძღვანელობა თქვენს
ინიციატივას დააფასებს.
ჯანმრთელობა — თავს შესანიშნავად გრძნობთ, თუმცა წყლის მიღებისა და
სრულყოფილი ძილის შესახებ არ დაივიწყოთ.
ფინანსები — მალე გელით შემოსავალი მოულოდნელი წყაროდან. ფული თავად
გიპოვით.
მშვილდოსანი
სიყვარული — თქვენი ოპტიმიზმი გადამდებია! გამოიყენეთ ის საყვარელი
ადამიანების გასამხნევებლად, გასაბედნიერებლად და ეს სიკეთე ერთი ორად
დაგიბრუნდებათ.
კარიერა — ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად.
ვარსკვლავების მხარდაჭერით ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდებით.
ჯანმრთელობა — გამონახეთ დრო ფიზიკური დატვირთვისთვის, თუმცა ნურც
სრულფასოვანი დასვენების შესახებ დაივიწყებთ.
ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ფინანსური საქმეებისთვის.
თხის რქა
სიყვარული — საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული დრო, სიმშვიდე და
ურთიერთგაგება სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ.
კარიერა — თქვენი ორგანიზაციული უნარები საყოველთაო მოწონებას და
აღიარებას დაიმსახურებს. მათი წყალობით შეგიძლიათ, ნებისმიერ
დავალებას მარტივად გაუმკლავდეთ.
ჯანმრთელობა — იზრუნეთ იმუნიტეტზე, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და
საახალწლო დღეების შემდეგ ცოტა ხნით მაინც გადადით სწორ კვებაზე.
ფინანსები — იდეა, რომელიც უსარგებლო გეგონათ, შემოსავალს მოგიტანთ.
დროა, გააქტიურდეთ.
მერწყული
სიყვარული — ქარიზმის წყალობით ყურადღების ცენტრში მოხვდებით. ხელიდან
არ გაუშვათ საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსი.
კარიერა — თქვენი შემოქმედებითი იდეები მთელ გუნდს შთააგონებს. ამ
დღეს ყველასთვის იდეების გენერატორი გახდებით.
ჯანმრთელობა — ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას.
მედიტაცია სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.
ფინანსები — სასიამოვნო ფინანსური სიახლე გელით. სარისკო ექსპერიმენტი
სასურველ შედეგს მოგიტანთ.
თევზები
სიყვარული — დილიდან რომანტიკულ განწყობაზე ხართ. სანთლების შუქზე
გატარებული საღამო დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ.
კარიერა — თქვენი ძალისხმევა და კოლეგების მხარდაჭერა შესანიშნავ
შედეგებს მოიტანს.
ჯანმრთელობა — სცადეთ თბილი აბაზანა და არომათერაპია რთული დღის
შემდეგ - ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ბიუჯეტის ანალიზისა და დაგეგმვისთვის.
ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.