ვერძი
სიყვარული — ეს დღე ნათელ ემოციებს მოიტანს. მარტოხელა ვერძისთვის
მოულოდნელი ნაცნობობა შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს, დაოჯახებულ
ვერძს კი პარტნიორისგან სასიამოვნო სიურპრიზი ელის.
კარიერა —მთელი დღე ყურადღების ცენტრში ხართ - კოლეგებს თქვენი იდეები
მოსწონთ, ხელმძღვანელობა კი თქვენს ინიციატივებს მხარს უჭერს.
ჯანმრთელობა — შესანიშნავი დღეა ფიზიკური დატვირთვისთვის. ვარჯიში ან
სირბილი ენერგიით დაგმუხტავთ.
ფინანსები —კარგი დღეა შოპინგისთვის, მთავარია უსარგებლო ნივთების
შეძენას მოერიდოთ, რომლებსაც არასოდეს, არაფერში გამოიყენებთ.
კურო
სიყვარული — ამ დღეს თქვენი დევიზია სულიერი ჰარმონია და სიმშვიდე.
საყვარელი ადამიანებისთვის თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იქნება.
კარიერა —ამ დღის ამოცანები წარმატებით შესრულდება. შესაძლოა, ის
აღიარება მიიღოთ, რომელსაც დიდხანს ელოდით.
ჯანმრთელობა — ყურადღება მიაქციეთ თქვენს მენიუს. გირჩევთ, მავნე
საკვებზე უარი თქვათ და მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვათ.
ფინანსები — ფინანსური სტაბილურობა საშუალებას გაძლევთ დიდი ხნის
ოცნება აისრულოთ.
ტყუპები
სიყვარული — თქვენი ქარიზმა გარშემო მყოფთა ყურადღებას იქცევს. ახალი
ნაცნობობა საინტერესო თავგადასავალს გპირდებათ.
კარიერა — შემოქმედებითი აზროვნება და მდიდარი წარმოსახვის უნარი ამ
დღის ამოცანებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
ჯანმრთელობა — სულიერი სიმშვიდე და შინაგანი ჰარმონია მტკიცე
ჯანმრთელობის საფუძველია. არ დაგავიწყდეთ სუფთა ჰაერზე
გასეირნება.
ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ბიუჯეტის დაგეგმვისთვის. ფინანსური
პერსპექტივა საიმედოა.
კირჩხიბი
სიყვარული —მცირე გაუგებრობის მიუხედავად, პარტნიორთან საერთო ენას
გამონახავთ. მარტოხელა კირჩხიბს რთული არჩევანის გაკეთება
მოუწევს.
კარიერა — სწორ გზაზე დგახართ და თქვენი ძალისხმევა ნაყოფს
გამოიღებს.
ჯანმრთელობა — შესანიშნავი დღეა დასვენებისთვის. მასაჟი ან მედიტაცია
ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
ფინანსები — მოსალოდნელია დიდი გარიგებები. იყავით გახსნილი ახალი
შესაძლებლობებისთვის.
ლომი
სიყვარული — მშვენიერი დღეა დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ურთიერთობების
აღსადგენად. თუ ეცდებით, შეგიძლიათ ყველაფერი ნულიდან დაიწყოთ.
კარიერა — თავდაჯერება დაგეხმარებათ ნებისმიერი დაბრკოლება დაძლიოთ.
ხელსაყრელი დროა თამამი გადაწყვეტილების მისაღებად.
ჯანმრთელობა — თუ მეტეოდამოკიდებული ხართ და ამინდის ცვლილებაზე
განწყობა გეცვლებათ, ეცადეთ ივარჯიშოთ და გაკაჟდეთ, რადგან ძლიერ
ორგანიზმს უარყოფით ფაქტორთა გავლენა ვერაფერს აკლებს.
ფინანსები — კარგი დღეა დიდი შესყიდვებისთვის.
ქალწული
სიყვარული — კავშირების გაძლიერების დროა. პარტნიორთან გულწრფელი
საუბარი თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს.
კარიერა — ამბობენ, რომ ეშმაკი დეტალებშია, ამიტომ წარმატების
მისაღწევად ნებისმიერ წვრილმანს განსაკუთრებული ყურადღება უნდა
მიაქციოთ.
ჯანმრთელობა — გირჩევთ ძილის რეჟიმს ყურადღება მიაქციოთ. გახსოვდეთ,
რომ კარგი დასვენება მნიშვნელოვანია.
ფინანსები — შესაძლებელია მცირე, მაგრამ სასიამოვნო შემოსავალი.
სასწორი
სიყვარული — თქვენი ქარიზმა საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს
მაგნიტივით იზიდავს. თქვენი ოცნების ადამიანი სადღაც ახლოა,
მთავარია
დროულად შენიშნოთ.
კარიერა — თქვენი დიპლომატიური უნარები დაგეხმარებათ საჭირო კავშირები
დაამყაროთ.
ჯანმრთელობა —იოგა ან სუნთქვითი ვარჯიშები თავს გაცილებით უკეთ
გაგრძნპბინებთ.
ფინანსები —ხელსაყრელი დღეა ფულის განათლებაში ინვესტიციისთვის.
მორიელი
სიყვარული — რომანტიკული შთაგონება გელით. შესაძლოა, ვიღაც სიყვარულში
გამოგიტყდეთ ან ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგას.
კარიერა — მონდომება თქვენი წარმატების გასაღებია. პასუხისმგებლობის
აღების ნუ შეგეშინდებათ.
ჯანმრთელობა —ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას
ფოკუსირებას. მედიტაცია დაგეხმარებათ, რომ სულიერი სიმშვიდე
მოიპოვოთ.
ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის.
შვილდოსანი
სიყვარული — თქვენი ოპტიმიზმი ადამიანებს იზიდავს. დღის მეორე
ნახევარში რომანტიკული სიურპრიზები გელით.
კარიერა — თქვენი ენთუზიაზმი გადამდებია. მენეჯმენტი თქვენს
ძალისხმევას დააფასებს.
ჯანმრთელობა — ენერგიით სავსე ხართ. შესანიშნავი დროა
თავგადასავლებისთვის, მთავარია სარისკო მოქმედებებს ერიდოთ, რომ
ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.
ფინანსები — იღბალი თქვენს მხარეზეა. შესაძლებელია მოულოდნელი
შემოსავალი.
თხის რქა
სიყვარული — თქვენი ურთიერთობა სითბოთი სავსეა. საშუალება გექნებათ,
რომ გრძნობები საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ.
კარიერა — თქვენი შეუპოვრობა ადამიანებზე დიდ შთაბეჭდლებას ახდენს.
სწორედ მისი დამსახურებით მიზნებს მიაღწევთ.
ჯანმრთელობა — უსმინეთ საკუთარ სხეულს. ეს დღე სპა პროცედურებისთვის
შესაფერისია.
ფინანსები — ფინანსური სტაბილურობა ოპტიმიზმის მიზეზს გაძლევთ.
დაგეგმეთ მომავალი ინვესტიციები.
მერწყული
სიყვარული — დროა, საყვარელ ადამიანს გრძნობები გაუმხილოთ და
რომანტიკული პაემანი დაუნიშნოთ.
კარიერა — თქვენი ახალი იდეები შეიძლება ინოვაციური იყოს და კოლეგების
მოქონება დაიმსახუროს.
ჯანმრთელობა - შესანიშნავი დროა ფიზიკური აქტივობებისთვის. ცეკვა
განწყობას აგიმაღლებთ, კუნთებს გამოაცოცხლებს და სისხლის მიმოქცევას
აააქტიურებს.
ფინანსები — შესაძლებელია პერსპექტიული შეთავაზება მიიღოთ. შანსს
ხელიდან ნუ გაუშვებთ და თამამად იმოქმედეთ.
თევზები
სიყვარული — დღე შთაგონებას გპირდებათ. თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან
ურთიერთგაგებით და ჰარმონიითაა სავსე.
კარიერა — თქვენი ნიჭი და უნარები გარშემო მყოფთა გაოცებას იწვევს.
წარმატება ახლოსაა.
ჯანმრთელობა — ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობას.
შემოქმედებითი საქმიანობა სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში
დაგეხმარებათ.
ფინანსები — ხელსაყრელი დღეა დიდი შესყიდვების დასაგეგმად.