4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
წარმატებული დღეა, განსაკუთრებით ურთიერთობის დამყარების კუთხით.
გარშემომყოფებთან საერთო ენას იოლად გამონახავთ და რთული საკითხების
მოგვარებაში თქვენი მომხიბვლელობა დაგეხმარებათ. მთავარია, ზედმეტ
პასუხისმგებლობებს მოერიდოთ. შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან
გაუგებრობამ იჩინოს თავი. სიტუაციას ნუ გაართულებთ. ეცადეთ, ნაკლებად
კრიტიკული იყოთ და თქვენი ენერგია საქმისკენ მიმართოთ.
რჩევა: ენდეთ ინტუიციას, თუმცა საღ აზრს ნუ უგულებელყოფთ.
მორიელი
ეცადეთ, მოულოდნელი
ცვლილებებისთვის მოემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ
სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. თქვენი ინტუიცია
განსაკუთრებით გამძაფრებული იქნება, ამიტომ საკუთარ გრძნობებს
უსმინეთ. ნუ ეცდებით, რომ გარშემო მყოფებს საკუთარი სიმართლე ყვირილით
და აგრესიით დაუმტკიცოთ. გირჩევთ, ემოციების ნაცვლად, ფაქტებით
იხელმძღვანელოთ
რჩევა: აკონტროლეთ თქვენი რეაქციები — ცივი გონება არასასურველ
პრობლემებს თავიდან აგარიდებთ.
მშვილდოსანი
აქტიური დღეა. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა ან მოულოდნელი
შემოთავაზება, რაც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. მთავარია, ენერგია
ფუჭად არ დახარჯოთ. ნუ ეცდებით, რომ ამ დღეს საკუთარი მოვალეობები
ვინმეს გადააბაროთ. საეჭვოა, რომ მათი მუშაობის შედეგი მოგეწონოთ.
რჩევა: სიახლეებისთვის გახსნილი უნდა იყოთ, მაგრამ საღი აზრის
გათვალისწინება არ დაგავიწყდეთ.
თხის რქა
შესაფერისი დროა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების და გრძელვადიანი
გეგმების შესადგენად. თუ მეთოდურად იმოქმედებთ, თქვენი ძალისხმევა
შედეგს აუცილებლად მოიტანს. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი. ამ
დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე
შემთხვევითი გეგონათ. ეს საშუალებას მოგცემთ, სამომავლო გეგმებში
მცირე კორექტივები შეიტანოთ.
რჩევა: აუჩქარებლად იმოქმედეთ — დაგეგმვა საუკეთესო შედეგამდე
მიგიყვანთ.
მერწყული
არასტანდარტული ხედვა და კრეატიული მიდგომა წარმატებას მოგიტანთ.
მოულოდნელი აღმოჩენები გელით, რომლებიც ძალიან სასარგებლო გამოდგება,
მთავარია, კომფორტის ზონიდან გასვლის არ შეგეშინდეთ.
რჩევა: ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო ფრთხილად და
მოზომილად იმოქმედოთ, რათა უხეში სიტყვით ან შენიშვნით ვინმე არ
გაანაწყენოთ.
თევზები
მოულოდნელი მოვლენები თქვენგან სწრაფ რეაქციასა და მოქნილობას
მოითხოვს. მთავარია, ყველაფერი ზედმეტად გულთან ახლოს არ მიიტანოთ.
დღის ბოლოს შეიძლება, საინტერესო და მოგებიანი შემოთავაზება მიიღოთ.
ასაკით უფროსი ადამიანების რჩევები და ცხოვრებისეული გამოცდილება
ძალიან დაგეხმარებათ.
რჩევა: უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და გადაწყვეტილებები ემოციურ ფონზე
არ მიიღოთ.