21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ცვალებადი დღეა. სასიხარულო მოვლენებს უსიამოვნებები შეცვლის, წარმატებას კი პრობლემები მოჰყვება. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და ამ დღის უარყოფით ტენდენციებთან გამკლავებას ნუ ეცდებით - ამ დღეს გარემოებები თქვენს ნებაზე და სურვილზე არ არის დამოკიდებული.

კურო

ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. სავარაუდოდ, მოულოდნელი შემოსავალი გელით, მაგრამ „იოლი“ ფული ისევე მარტივად დაგტოვებთ, როგორც მოვიდა. ეს დღე ბიზნესმენ კუროებს წარმატებას ჰპირდება. მათ უზრუნველყოფილი აქვთ უფროსების მხარდაჭერა. ქალებს შეუძლიათ, სასიყვარულო საქმეებში წარმატების იმედი ჰქონდეთ. ეს დღე მათ უამრავ სიამოვნებას და ლამაზ სიურპრიზს მოუტანს.

ტყუპები

ამ დღეს ახალი ძალები და იდეები გეწვევათ, რომელთა განხორციელება კმაყოფილებას მოგიტანთ. სიყვარულში გაგიმართლებთ, უბრალოდ დომინირებას არ ეცადოთ. სავარაუდოდ, დღეს პირადი ცხოვრების პრობლემების გადაჭრას და იმ ოცნებების ასრულებას შეძლებთ, რომლებიც წლებია, არ გტოვებთ. საღამოს ემოციურად მგრძნობიარე ტყუპებს შეიძლება, უმიზეზო სევდა შემოაწვეთ.

კირჩხიბი

გახსოვდეთ, რომ ძალიან კარგი ყოველთვის იდეალური ვარიანტი არაა, ამიტომ ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ. კარგი იქნება, თუ სასურველს რეალობას შეუფარდებთ. ნუ დაიწყებთ საქმეს, რომლის დასრულებაც გაგიჭირდებათ, რადგან ეს თქვენთვის მძიმე ტვირთი იქნება. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას, რამაც შეიძლება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგიქმნათ.

ლომი

მოვლენების დაჩქარებას ან დღის ამ უარყოფით ტენდენციებთან გამკლავებას აზრი არ აქვს - ყველა გარემოება თქვენ წინააღმდეგ მუშაობს. მოსალოდნელია პრობლემები ნათესავებთან ან ახლო მეგობრებთან. თავდაჯერებულობა და საკუთარი სიმართლის რწმენა დაძაბულობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს. გირჩევთ, პოზიციები არ დათმოთ. ლომმა ქალებმა ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. ლომ კაცებს ვურჩევთ, სინდისთან კომპრომისზე არ წავიდნენ, თორემ ბევრ ერთგულ მეგობარს დაკარგავენ.

ქალწული

წინააღმდეგობრივი დღეა - სიხარული და პრობლემები ერთმანეთს შეცვლის. რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში უმჯობესია კონცენტრირება მთავარზე მოახდინოთ და უმნიშვნელო პრობლემებს ყურადღება არ მიაქციოთ. ერიდეთ რომანტიკულ თავგადასავლებს, მათ შეიძლება, არასასურველი შედეგები მოჰყვეს.

სასწორი

წინააღმდეგობრივი დღეა. წარმატება მხოლოდ მას ელის, ვინც ჯერ გეგმავს და მხოლოდ ამის შემდეგ ახორციელებს. შესაძლოა, ვინმესთვის საკუთარი შთაბეჭდილებებისა და პრობლემების გაზიარების სურვილი გაგიჩნდეთ. სწორ გზაზე ხართ, ამიტომ სხვების რჩევებს ნაკლებად უნდა ენდოთ.

მორიელი

ეს დღე ხელსაყრელია პროფესიული ზრდისთვის. ეცადეთ, ახალი საქმე ენერგიულად დაიწყოთ და მის წარმატებით დასრულებას აუცილებლად შეძლებთ. ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, ამიტომ ფული ეკონომიურად ხარჯეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ეცადეთ, ნებისმიერ საქმეში ოქროს შუალედი დაიცვათ, რადგან უკიდურესობას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. შეიძლება, თავი შეუძლოდ იგრძნოთ და უმიზეზო სევდა მოგაწვეთ. მკურნალობისთვის არახელსაყრელი დღეა. გახსოვდეთ, რომ სავსე მთვარეზე მიღებული მედიკამენტები უფრო ძლიერად მოქმედებს და უფრო ძლიერი გვერდითი მოვლენები აქვთ.

თხის რქა

გაორებული დღეა - წარმატება და წარუმატებლობა ერთმანეთს შეცვლის. მოსალოდნელია გართულებები მეგობრებთან ურთიერთობაში და იმედგაცრუება პირად ცხოვრებაში. პირად პრობლემებს დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ - მალე ყველაფერი კარგად იქნება. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და საღ აზრს.

მერწყული

კრიტიკული დღეა, რომელიც თქვენს სიმტკიცეს გამოცდის. შეიძლება, სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ვინმეს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიაროთ და თქვენი პრობლემები მასთან განიხილოთ, მაგრამ ეს იმედგაცრუებას მოგიტანთ.

თევზები

ამ დღეს სასურველია ყველაფერში ზომიერების დაცვა. გირჩევთ, რამდენიმე საქმე ერთდროულად არ დაიწყოთ და ფიზიკურად და გონებრივად არ გადაიტვირთოთ. ეცადეთ, მაქსიმალური მოთმინება და ტაქტი გამოიჩინოთ უფროს ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობის დროს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები