27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ახალი საქმის დაწყების ან საყოფაცხოვრებო საკითხების გადასაჭრელად არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ ხალხმრავლობას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს ერიდოთ. ეს დღე დევნასა და შევიწროებასთან ასოცირდება. გონიერება და საღი აზრი ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, ხოლო საყვარელი ადამიანის დახმარებით მიმდინარე პრობლემებს მოაგვარებთ.

კურო

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. სასურველია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადაიტანოთ. ერიდეთ ახალ ნაცნობებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში უარყოფით როლს შეასრულებენ. ეცადეთ, თქვენი პიროვნული ხიბლი სასარგებლოდ გამოიყენოთ და თქვენ გარშემო სიმშვიდისა და ნდობის ატმოსფერო შექმნათ. სიზმარი შეიძლება წინასწარმეტყველური იყოს და მალე ასრულდეს.

ტყუპები

რთული დღე გელით. ეცადეთ ნებისმიერ საქმეში მაქსიმალური ყურადღება და გონიერება გამოიჩინოთ. ერიდეთ კატეგორიულ განცხადებებს, დაცინვას და ზედმეტ საუბრებს. სასურველია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ. ფრთხილად იყავით - ახალმა ნაცნობობამ შეიძლება, თქვენს ცხოვრებაში უარყოფითი როლი შეასრულოს.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა სუფთა ჰაერზე სეირნობის, ახალი ადგილების დათვალიერებისა და მოგზაურობისთვის. ძველ მეგობრებთან შეხვედრა დაუვიწყარი ემოციებით აგავსებთ.

ლომი

აუხდენელი იმედების, მოტყუებისა და ცრუ მოლოდინების დღეა, რომელიც არახელსაყრელია ახალი საქმის წამოწყების და საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. თქვენი შეცდომა ან პარტნიორების არასასურველ შედეგს გამოიღებს. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობის პრობლემები. ეს შეიძლება, განწყობის მკვეთრი და უეცარი ცვალებადობა, მტანჯველი სიზმრები, თავის ტკივილი ან მოწამვლა იყოს.

ქალწული

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. ფინანსურ სფეროში წარმატებას მიაღწევთ, თუ ილუზორული იდეები არ გაგიტაცებთ და რეალობის გრძნობას არ დაკარგავთ. სავარაუდოდ, სიტუაციას ზედმეტად ოპტიმისტურად აფასებთ. ეცადეთ, უფრო ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედოთ.

სასწორი

ეს დღე სიბრძნისა და სამართლიანობის ნიშნით ჩაივლის. ეცადეთ, თხოვნაზე უარი არავის უთხრათ, სიხარბე და ეგოიზმი არ გამოიჩინოთ. ამ დღეს ნებისმიერი რჩევა უნდა გაითვალისწინოთ და თუ საჭიროა, თავადაც ურჩიოთ. შესაძლებელია, ამ დღეს დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინოთ. საყვარელი ადამიანების დახმარებით მოაგვარებთ პრობლემას, რომელიც დიდი ხანია, გაწუხებთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანებთან ერთად აქტიური დასვენებისთვის. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, მეგობრების ერთგულება სათანადოდ შეაფასოთ. სწორედ მათი რჩევები დაგეხმარებათ კარიერული და სასიყვარულო პრობლემების მოგვარებაში. ეცადეთ, ვალში არ დარჩეთ - ყველას ხომ არ ჰყავს ასეთი მეგობრები?

მშვილდოსანი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. თავი შეიკავეთ კატეგორიულობის, დაცინვისა და უაზრო კამათისგან, რომელიც შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უფრო ხელსაყრელი დღისთვის გადაიტანოთ. სიზმარი შეიძლება წინასწარმეტყველური იყოს და მალე ასრულდეს.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ, რადგან შესაძლებელია, სწორედ დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც მომავალ ცხოვრებას დაუკავშირებთ.

მერწყული

ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ თქვენი სიცოცხლისუნარიანობა, საქმიანი და შემოქმედებითი უნარები იზრდება. მოსალოდნელია დიდი ხნის წინ გაწყვეტილი მეგობრობის აღდგენა. ეს ურთიერთობა სიყვარულში გადაიზრდება თუ არა, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. უსმინეთ შინაგან ხმას. გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს ხანში თქვენი წინასწარმეტყველება ახდეს.

თევზები

გირჩევთ, თავი არ მოიტყუოთ. ერთი შეხედვით ყველაფერი შესანიშნავადაა, მაგრამ შინაგანი დაძაბულობა და მძიმე წინათგრძნობა მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. შესაძლებელია ახლო წარსულის ნეგატიური მოვლენები თქვენს ფსიქიკაზე აისახოს. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ და თავისუფალ დროს საყვარელი საქმით
Print