1-ლი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ეს დღე მშობლებთან, კოლეგებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეებს მოგიტანთ. თუ ფინანსური სირთულეები გაქვთ, შეგიძლიათ თამამად აიღოთ სესხები - დღეს ასეთი ოპერაციების განხორციელებისთვის ხელსაყრელი დღეა. ფრთხილად იყავით, გამორიცხული არ არის, რომ ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღოთ. დღის ბოლოს ნეგატიური ტენდენციები შემცირდება და განწყობა გაუმჯობესდება.

კურო

ეცადეთ, სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ ნაჩქარევი დაპირებების გაცემისგან. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა შესაფერისი მომენტის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ. დიდი შანსია, რომ უახლოეს ხანებში გავლენიანი მფარველი ან სპონსორი გამოგიჩნდეთ.

ტყუპები

ამ დღეს სერიოზული ცვლილებები გელით. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. დღის ბოლოს შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება. ფრთხილად იყავით, შესაძლოა სიტუაცია ვეღარ გააკონტროლოთ. დროა, სარგებელი მიიღოთ.

კირჩხიბი

დილიდან თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და შეგიძლიათ, ყველაზე რთულ საქმესაც კი გაუმკლავდეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას - მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. გირჩევთ სერიოზული სამუშაო და მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დაგეგმოთ და საღამო ოჯახის წევრებთან ან უახლოეს მეგობრებთან ერთად გაატაროთ..

ლომი

დღე ხელსაყრელია მშენებლებისთვის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულთათვის. ეცადეთ,ცდუნებებს არ აჰყვეთ და ფინანსური სახსრები გონივრულად მართოთ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ზოგი ახლობელის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ.

ქალწული

ეს დღე შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში თავი შეიკავეთ აგრესიისა და შეტევისგან. გამორიცხული არ არის, რომ ძველი პრობლემების გადაჭრის საინტერესო და ორიგინალური გზები იპოვოთ. მეგობრის რჩევა და გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ. საღამოს სასიამოვნო სტუმრების ვიზიტი გელით.

სასწორი

შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ, ამიტომ გირჩევთ, ხორცი მთლიანად გამორიცხოთ თქვენი მენიუდან და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. ნუ დაივიწყებთ, რომ მედიკამენტები მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა დალიოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ამბავი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მორიელი

გასაოცარი შრომისმოყვარეობის დახმარებით ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ. გირჩევთ, პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. გაითვალისწინეთ, რომ ნერვიულობის გამო გამორიცხული არ არის ქრონიკული დაავადებების გამწვავება. სწორად მოქმედების შემთხვევაში შეიძლება, გავლენიანი მფარველი იპოვოთ.

მშვილდოსანი

დღევანდელი საღამო ქორწინებას უფრო ჰარმონიულს გახდის. შეიძლება, ოჯახის წევრის დაგვიანების გამო ბევრი ნერვიულობა მოგიწიოთ, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდება. დიდი ალბათობაა იმისა, რომ საყვარელ ადამიანთან კამათი სკანდალში გადაიზარდოს და ურთიერთობის სრული გაწყვეტით დასრულდეს. ეცადეთ, საქმე აქამდე არ მიიყვანოთ.

თხის რქა

ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად, საყვარელი ადამიანი თქვენს სიმშვიდეს და თავშეკავებას უყურადღებობად მიიჩნევს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ოჯახთან ერთად სუფთა ჰაერზე დასვენებისა და სპორტისთვის. მაცდური შეთავაზება, რომელიც შეიძლება ამ დღეს მიიღოთ, თავიდანვე განწირულია ჩავარდნისთვის, ამიტომ გირჩევთ, ამაზე დრო არ დაკარგოთ. ამ დღეს ბედი განსაკუთრებით დიზაინერებს და არქიტექტორებს სწყალობთ.

თევზები

ეს დღე სიმშვიდეს და კეთილდღეობას გპირდებათ. დროა, ადამიანებს, რომლებიც რთულ ვითარებაში უანგაროდ დაგეხმარნენ, სიკეთით გადაუხადოთ. გამორიცხული არ არის, რომ პრობლემებმა, რომლებიც უკვე დასრულებული გეგონათ, ისევ თავი იჩინონ. საღამოს სასიამოვნო სტუმრები გელით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები