შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით
ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 32
მოქალაქის საქართველოდან გაძევება განახორციელეს.
ა
უკანონო მიგრაცია: შსს-მ უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე საქართველოდან
გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით ჩატარებული
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 32 მოქალაქის
საქართველოდან გაძევება განახორციელეს.
გაძევებულთა სია
ბოლო დღეებში
ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ შემდეგი ქვეყნების
მოქალაქეები:
თურქეთი
ინდოეთი
ირანი
პაკისტანი
რუსეთი
კამერუნი
ჩინეთი
ნიგერია
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში
შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია ქვეყნის შიგნით უკანონო
მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და მისი კომპეტენციაა სამართლებრივი
საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და
გაძევების განხორციელება.