შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 2005 წელს
დაბადებული გ.ჯ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი
იარაღის გამოყენებით, მუცლის არეში დაზიანება მიაყენა 1997 წელს
დაბადებულ ო.კ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც
შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამართალდამცველებმა გ.ჯ.
მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.