შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის
მცხეთის რაიონული
სამმართველოს საგურამოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში
ნასამართლევები – 1968 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1978 წელს დაბადებული
ლ.მ. გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
საგურამოში ბრალდებულები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ
1956 წელს დაბადებულ ვ.ხ.-ს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და
სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს. ვ.ხ.-ს
სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება და შესაბამისი
სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ორივე
დამნაშავე ცხელ კვალზე – ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს,
რაც 12 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.