ნარკოტიკისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ჰ.დ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, ბავშვის ხელოვნური საკვების თუნუქის ქილებში მალულად მოთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. ამოღებულ ნივთიერებებს

შორისაა: 760 გრამზე მეტი „მდმა“, 762 გრამი „კლეფედრონი“ და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“.




გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები