კრიმინალური ქრონიკა: ნარკოდანაშაული იმერეთში, დაჭრა თბილისში და ქვეყნიდან გაძევებული 27 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგები გაასაჯაროვა. უწყების ცნობით, დაკავებულია რამდენიმე პირი მძიმე დანაშაულებისთვის, ხოლო ქვეყნის ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

ნახევარი კილოგრამი „მეთადონი“ — დაკავებულია უკრაინისა და მოლდოვის ორი მოქალაქე იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით 2 პირი — 1985 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ა.კ. და 2005

წელს დაბადებული მოლდოვის მოქალაქე ი.გ. დააკავა. ჩხრეკისას ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, ნახევარ კილოგრამზე მეტი „მეთადონი“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.



დაჭრა ძველ თბილისში თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 36 წლის კაცის დაჭრისთვის, წარსულში ნასამართლევი, 1978 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მსხვერპლს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.



ქვეყნიდან გაძევებული 27 უცხოელი მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე გააძევა. მათ შორის არიან თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. კანონმდებლობის შესაბამისად, მათ საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვა დაუწესდათ.



ქურდობა დიდუბე-ჩუღურეთში პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა წარსულში ნასამართლევი ლ.ხ., რომელმაც 12 იანვარს მოქალაქეს მობილური ტელეფონი მოპარა. ბრალდებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები