შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის
მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.
უწყების ცნობით, დაკავებულია 1992 წელს დაბადებული, წარსულში
ნასამართლევი ლ.ფ., რომელსაც ბრალად ედება განზრახ მკვლელობის
მცდელობა.
შემთხვევის დეტალები: გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას,
ბრალდებულმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1988 წელს
დაბადებულ დ.გ.-ს და ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია
გადაყვანილი და მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავა. გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით
მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.