შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გარდაბანსა და თეთრიწყაროში ჩატარებული
ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ბ.ნ. და 1979 წელს
დაბადებული ზ.ჯ. აიყვანეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი
სახლისა და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს
სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „მეთადონი“,
„მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3
ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.