დმანისი მერიამ სასტუმრო „შალე“-ს მომსახურება 4 290 ლარად შეიძინა
დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სასტუმრო/კოტეჯ „შალე“-ს მომსახურება გამარტივებული წესით შეისყიდა. დმანისის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა სასტუმროს მომსახურება 11 ადამიანისათვის შეისყიდა.

„სასტუმრო მომსახურება, ცხოვრება, სამჯერადი შვედური კვებით უზრუნველყოფა. 3 ღამე 11 ადამიანი“. - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის ინვოისში

დამანისის მერიასა და შპს „პრიმა ჯგუფი 2010“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, დმანისის მერიამ „შალე“-ში სამი ღამით 11 ადამიანის დასარჩენად ბიუჯეტიდან 4 290 ლარი გადაიხადა.

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებში მითითებული არაა შესყიდვის მიზნობრიობა. რადიო „მარნეულმა“ დამანისის მერიას მიმართა კითხვით, თუ რატომ გახდა საჭირო სასტუმროს მომსახურების შეძენა და რა მიზნით გადაიხადა მერიამ ფული 11 ადამიანის 3

ღამით „შალე“-ში დარჩენისათვის. მერიამ ინფორმაციის მოსაცემად წერილობითი მიმართვა გვთხოვა. რადიო „მარნეული“ დმანისის მერიის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები