სადახლო საბაჟოზე არადეკლარირებული სიგარეტის დიდი ოდენობით შემოტანის მცდელობები აღიკვეთა
მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საბაჟო გამშვებ პუნქტებში — სარფი, სადახლო-საავტომობილო, ვალე, გუგუთი და ყაზბეგი — არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის რამდენიმე მცდელობა აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახური-ის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგისა და სატრანსპორტო საშუალებების დეტალური შემოწმების შედეგად ჯამში 6 206 კოლოფი

არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ამოღებული საქონლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 31 800 ლარს შეადგენს.

დადგენილი წესების დარღვევისთვის 38 მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა, ხოლო 4 პირის მიმართ მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები