შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტი-ის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის
მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1959 წელს დაბადებული
გ.შ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე
სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელი — 1989 წელს დაბადებული ნ.პ.
დაჭრა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი
საავადმყოფოშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის იარაღი
ნივთმტკიცებად არის ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს,
რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.