საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური-ის
თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა
და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის
გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში,
მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, გაასაღა 10 000 აშშ
დოლარის ოდენობის — ასი ცალი 100-დოლარიანი ყალბი კუპიურა,
ასევე 350
ევროს ოდენობის ყალბი ფული.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად არის
ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე
ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.