ვანში არალეგალური ყველის წარმოება გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტო-ს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორში მცხოვრები ფიზიკური პირი დ.დ. ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.

შემოწმებისას ობიექტზე აღმოჩნდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი, რომელიც შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა. ასევე დაფიქსირდა

მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა.

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები