შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის
ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ მონაკვეთზე
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
დაკავებულები არიან 1994 წელს დაბადებული უ.ს. და 1993 წელს
დაბადებული ბ.პ.
გამოძიების ინფორმაციით, სხვადასხვა დროს ბრალდებულებმა
სასაზღვრო-საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის
ავლით, უკანონოდ
გადმოკვეთეს საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და ქვეყანაში
შემოვიდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.