საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით,

ტრაილერში დამალვისა და ქვეითად გადაადგილების გზით უკანონოდ გადაკვეთეს საქართველო-სა და თურქეთი-ს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები