ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროსა და დიდი ოდენობით თანხის შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური-ს მებაჟე ოფიცრებმა ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი-ზე კანონდარღვევის 5 ფაქტი აღკვეთეს.

უწყების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც კუთვნილი ბარგის, ისე მათ მიერ მართვაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილია არადეკლარირებული ოქროს ზოდები და საიუველირო ნაკეთობები — ჯამში 543 გრამი, ასევე არადეკლარირებული ნაღდი ფული: 48 200 აშშ დოლარი და 85 000 რუსული რუბლი.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული თანხის საერთო ოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 132 746 ლარი, ხოლო ოქროს საბაჟო ღირებულებამ 125 795 ლარი შეადგინა.

ხუთივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური-ს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები