საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური-ს მებაჟე
ოფიცრებმა ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტი-ის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის 6 ფაქტი
აღკვეთეს.
უწყების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური
შემოწმების, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების
შედეგად აღმოჩენილია არადეკლარირებული თანხა — ჯამში 77 570 ევრო და
14 620 აშშ დოლარი.
არადეკლარირებული თანხის საერთო ოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი
კურსის მიხედვით 283 724 ლარი
შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის
შესაბამისად 4 მოქალაქეს 3 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო 2
მოქალაქე იმავე მუხლის მე-2 ნაწილით 5 000-5 000 ლარით დაჯარიმდა.